Thumbnail
  • 23 ივნისი / როსტოვი / 19:00 / ს. კორეა V მექსიკა
  • ვინ შეაჩერებს მექსიკის ნაკრებს?

23 ივნისს F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის დამმარცხებელი მექსიკა სამხრეთ კორეას ეთამაშება. "როსტოვ არენაზე" უკვე მექსიკის ნაკრებია ფავორიტი. პირველ ტურში მექსიკელებმა ლოსანოს გოლით იოახიმ ლიოვის გუნდი დაამარცხეს, ხოლო კორეელები ასეთივე ანგარიშით შვედებთან დამარცხდა. ასე რომ, აზიური გუნდისთვის ეს თამაში ბოლო შანსია. 

კაპიტანი კი ნაკრებში 104-ედ ითამაშებს

აზიელებს არ ეყოლებათ 31 წლის მცველი იოო-ჰო პარკი, რომელიც შვედეთთან თამაშის პირველ ტაიმში დაიმტვრა. დროა, ლიდერის ფუნქციები იტვირთოს ჰეუნ-მინ სონმა, რომელსაც ნაკრების მაისურით 21 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ბოლო 4 სანაკრებო მატჩია, გოლი ვერ გაუტანია. 

საინტერესო იქნება ირვინ "ჩუკი" ლოსანოს მორიგი თამაშის ნახვაც, პირველ შეხვედრაში მან მართლაც საოცრად ითამაშა. 

საინტერესო ფაქტები

► სამხრეთ კორეის ნაკრებს ბოლო 4 თამაშია, რაც არ მოუგია. აქედან ბოლო სამი მატჩია, მათ გოლიც არ გაუტანიათ. 

► გერმანიის ნაკრების დამარცხება მექსიკელთათვის ბოლო 5 თამაშში მხოლოდ მეორე მოგება იყო.

► მექსიკა და სამხრეთ კორეა მუნდიალებზე მხოლოდ ერთხელ, 1998 წელს საფრანგეთში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ მექსიკელებმა 3:1 იმარჯვეს. 

► საერთო ჯამში, ამ გუნდებმა ერთმანეთში 10-ჯერ ითამაშეს. მექსიკამ 5 თამაში მოიგო, 4 - სამხრეთ კორეამ. 

► 21 თამაშია, რაც მექსიკის ნაკრებს პირველი ტაიმი არ წაუგია.

► მუნდიალზე ბოლო 7 გამოსვლის განმავლობაში მექსიკელებს მეორე ტურის თამაში ჯერ არ წაუგიათ. 

► სამხრეთ კორეას მუნდიალზე ესპანურენოვანი ქვეყნისთვის ჯერ არ მოუგია (3 ფრე, 6 წაგება). 

სავარაუდო შემადგენლობები

ს. კორეა (4-3-3): ჰიუნ-ვო ჩო - იონ ლი, ჰიუნ-სოო იანი, იუნ-გვონ კიმი, მინ-ვოო კიმი - ჯაე-სუნ ლი, სუნ-იუენ კი, ჯა-ჩეოლ კოო - ჰეე-ჩან ჰვანი, შინ-ვოოკ კიმი, ჰეუნ-მინ სონი 

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - სალსედო, აიალა, მორენო, გალიარდო - ერერა, გუარდადო - ლაიუნი, ველა, ლოსანო - ხ. ერნანდესი 

მსაჯი: მ. მაჟიჩი (სერბეთი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები