Thumbnail

რუსეთში ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში სექსუალურად შეავიწროვეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შემთხვევა სარანსკში
  • თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო

კოლუმბიელი ჟურნალისტი ჯულიეთ გონსალეს თერანი რუსეთის ქალაქ სარანსკში პირდაპირ ეთერში "დოიჩე ველესთვის" მუშაობდა, იგი მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ ამბებს გადასცემდა, როდესაც სექსუალურად შეურაცხყვეს.

ჟურნალისტთან მოულოდნელად უცნობი კაცი მივიდა, მკერდზე ჩაავლო, ლოყაზე აკოცა და უკან გაბრუნდა. თერანი რამდენიმე წამით დაიბნა, შემდეგ კი რეპორტაჟი გააგრძელა. 

"დოიჩე ველე": "სექსუალური შევიწროვება ცუდია. ეს უნდა შეჩერდეს, ფეხბურთშიც და ყველგან". 

ჯულიეთმა მოგვიანებით ინსტაგრამზე დაწერა, რომ ეს შეურაცხყოფა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს: "ჩვენ ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებთ, რადგან ყველანი თანაბრად დასაფასებელი და პროფესიონალები ვართ. მე მიხარია ფეხბურთის ყურება და ამას გიზიარებთ, თუმცა თავდასხმა და შევიწროება ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს".

თავდამსხმელმა სწრაფად დატოვა ტერიტორია, თუმცა მონდომების შემთხვევაში, მისი იდენტიფიკაცია არ უნდა გაუჭირდეთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები