Thumbnail
  • ზინედინ ზიდანის შვილი რეალის სკოლის აღზრდილია

დიდი ალბათობით, მადრიდის რეალის მეკარე - ლუკა ზიდანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს შეიცვლის. როგორც ამბობენ, “სამეფო კლუბის” სამწვრთნელო შტაბსა და მთავარ მწვრთნელს - ხულენ ლოპეტეგის 19 წლის ფრანგი არ სჭირდებათ.

ლუკა ზიდანი რეალის მესამე მეკარეა. ასევე, ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ზიდანის გადაწყვეტილებაზე გავლენას აუცილებლად იქონიებს უკრაინული ზარიას მეკარის - ანდრეი ლუნინის მადრიდში გადაბარგებაც.

მედიაში მუსირებს აზრი, რომ რეალიდან წასვლის შემთხვევაში, ლუკა ზიდანი კარიერას რომელიმე ფრანგულ კლუბში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები