Thumbnail
  • 22 ივნისი / კალინინგრადი / 22:00 / სერბეთი V შვეიცარია
  • სერბეთს პლეი ოფში გასვლის უნიკალური შანსი აქვს

E ჯგუფის ლიდერი სერბეთი  ბრაზილიასთან სენსაციური ფრის მიმღწევ შვეიცარიას ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, პლეი ოფში იქნება. თუ სერბებმა მძიმე გამარჯვება იზეიმეს კოსტარიკელებზე, შვეიცარიელებმა ბრაზილიასთან თავი არ შეირცხვინეს და "სელესაოს" არ მოაგებინეს - 1:1. ახლა ეს ორი გუნდი ერთმანეთში არკვევს ურთიერთობას. 

სერბების გამარჯვება მუნდიალზე პირველი იყო 1998 წლის შემდეგ. ასევე 1990 წლის მუნდიალის შემდეგ სერბებს (მანამდე იუგოსლავიელებს) არასოდეს მოუგიათ ზედიზედ ორი მატჩი მუნდიალებზე, ახლა კი ამის კარგი შანსი აქვთ. 

ვლადიმის პეტკოვიჩის გუნდი მოგების შემდეგ ოპტიმისტურად არის განწყობილი - "ჩვენ მოვძებნით სისუსტეებს სერბების სათამაშო სქემებში", - აცხადებს შვეიცარიელთა მცველი შტეფან ცუბერი, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებს გოლი გაუტანა. 

სერბეთის ნაკრებში საუკეთესოდ ითამაშა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა. 23 წლის ფეხბურთელისგან ამ მუნდიალზე გაბრწყინებას ელიან. შვეიცარიელთა რიგებში საეჭვოა ვალონ ბეჰრამის თამაში.

საინტერესო ფაქტები

► რაც სერბეთი დამოუკიდებლად ასპარეზობს, ეს ამ გუნდების პირველი დაპირისპირებაა.

► შვეიცარიას იუგოსლავიასთან 13 მატჩში უარყოფითი ბალანსი აქვს - 2 მოგება, 5 ფრე, 6 წაგება.

► შვეიცარიას 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 4 მოგება, 3 ფრე.

► მუნდიალზე შვეიცარიის ბოლო 4 თამაშში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

► შვეიცარიის ბოლო 8 თამაშიდან 7-ში ასევე 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

► სერბეთის ნაკრებში 20-წლამდელთა მუნდიალის მომგები შემადგენლობიდან 5 კაცია.

სავარაუდო შემადგენლობები

სერბეთი (4-2-3-1): სტოიკოვიჩი - ივანოვიჩი, მილენკოვიჩი, ტოშიჩი, კოლაროვი - მილივოიევიჩი, მატიჩი - ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი - მიტროვიჩი

შვეიცარია (4-2-3-1): ზომერი - ლიხტშტაინერი, შერი, აკანჯი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაჩირი, ჯემაილი, ცუბერი სეფეროვიჩი

მსაჯი: ფ. ბრიხი (გერმანია)

კომენტარები

ბოლო ამბები