Thumbnail

ისლანდიის ნაკრები მუნდიალის დებიუტანტია. ისლანდიის ნაკრებზე ყველა ლაპარაკობს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორაში ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყნის (350 ათასი ადამიანი) გუნდმა ჯერ ევრო 2016-ზე სასწაული მოახდინა და ახლა მუნდიალზე შეძლო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, არგენტინის გაჩერება.

ისლანდიელებმა ხორხე სამპაოლის გუნდთან 1:1 ითამაშეს. თანაც, ლეო მესიმ პენალტის ნიშნულიდან ვერ მოახერხა მათი გოლკიპერის, ჰალდორსონის დამარცხება.

ახლა ისლანდია პირველ ტურში დამარცხებულ ნიგერიას ხვდება, გაგრძელდება ისლანდიური ზღაპარი? თუკი ისლანდიელებს ჯგუფიდან გასვლა სურთ, ამ მატჩის მოგებაზე უნდა იფიქრონ, როგორია შემტევი ისლანდია ამ მუნდიალზე, ჯერ არ ვიცით. 

ნიგერიელთა კაპიტანი ჯონ ობი მიკელი პრესკონფერენციაზე

ნიგერიელი "სუპერარწივებისთვის" ამ თამაშში მხოლოდ სამი ქულაა მისაღები. მით უფრო, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მათ არგენტინის ნაკრები ელით. ნიგერიელთა ლიდერ აჰმედ მუსას კარგად იცნობენ რუსეთში, ის ცსკა-ში თამაშობს. ისლანდიას დააკლდება ტრავმირებული იოჰან გუდმუნდსონი.

ჰეიმირ ჰალგრიმსონი (ისლანდიის მწვრთნელი): "ნიგერიელი ფეხბურთელები, განსაკუთრებით იგჰალო და ნდიდი საუკეთესოდ თამაშობენ "მეორე სართულზე". მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, ყოველთვის ვემზადებით სტანდარტული მდგომარეობებისთვის. ასე რომ, ჩვენთვის სულ ერთია, ნიგერია დაგვიპირისპირდება თუ არგენტინა". 

საინტერესო ფაქტები

► ისლანდია და ნიგერია ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან.

► ისლანდიის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა. მეტიც, 5 მათგანში 3.5 გოლზე მეტი გავიდა.

► ისლანდიის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპზე დაცვაში კარგად თამაშობდა - 10 მატჩიდან 6-ში გოლი არ გაუშვია.

► ნიგერიელები ევროპულ გუნდებთან ცუდად თამაშობენ, ბოლო ხუთი ასეთი დაპირისპირებიდან ნიგერიამ 4 წააგო.

► უკვე ექვსი თამაშია, რაც ნიგერიას კარი მშრალად ვერ შეუნახია.

► ნიგერიამ ბოლო სამ მუნდიალზე ჯამში მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო (4 ფრე, 6 წაგება). 

სავარაუდო შემადგენლობები

ნიგერია (4-2-3-1): უზოჰო - შეჰუ, ტრუსტ-ეკონგი, ბალოგუნი, იდოვუ - ნდიდი, ეტებო - ივობი, მიკელი, მოზესი - იგჰალე 

ისლანდია (4-4-1-1): ჰალდორსონი - საევარსონი, არნასონი, რ. სიგურდსონი, მაგნუსონი - გისლასონი, გუნარსონი, ჰალფრედსონი, ბიარნასონი - ფინბოგასონი

მსაჯი: მ. კონჯერი (ახ. ზელანდია)

 

კომენტარები

ბოლო ამბები