Thumbnail

ბუფონი პსჟ-ში სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ლეგენდარული იტალიელი იუვენტუსს სეზონის ბოლოს დაემშვიდობა
  • ჯიჯიმ ასევე დაასრულა სანაკრებო კარიერა

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდეს.

40 წლის ლეგენდარული იტალიელი უკვე ეძებს სახლს პარიზში, სადაც საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადავა. ჯიჯი ასევე ეძებს კარგ სკოლას შვილებისთვის. უახლოეს დღეებში ის ფრანგულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

როგორც ცოტა ხნით ადრე ანონსდებოდა, ჯიჯი ახალ კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით, წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. ამასთან, ბუფონი ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი იქნება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები