Thumbnail
  • ირანი 0:1 ესპანეთი
  • დიეგო კოშტა (50)
  • ფერნანდო იეროს პირველი 3 ქულა...

ესპანეთის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალზე მეორე მატჩი, B ჯგუფის ლიდერთან - ირანის ნაკრებთან ჩაატარა და აზიელები მინიმალური სხვაობით - 0:1 დაამარცხა.

უფერული პირველი ტაიმი ესპანეთის შეტევებით დაიწყო და ირანელთა თავგანწირული დაცვის თანხლებით გაგრძელდა. ესპანეთმა 81%-იანი ბურთის ფლობის მიუხედავად, პირველ ნახევარში კარში ვერ დაარტყა.

სილვას მომენტი

რამდენიმე მომენტი ჰქონდა მანჩესტერ სიტის ესპანე ვარსკვლავს - დავიდ სილვას, რომელმაც ორჯერ საჯარიმოდან, ხოლო ერთხელ საჯარიმოს გარედან ვერ გაიტანა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, ესპანეთის ნაკრების წარმოშობით ბრაზილიელმა წევრმა - დიეგო კოშტამ გაიტანა. კოშტამ მიმდინარე მუნდიალზე, კარში სამჯერ დაარტყა და სამივე შემთხვევაში გაიტანა შეძლო.

50’ დიეგო კოშტა 0:1

გოლის შემდეგ ირანმა რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, 62’ წუთზე გათამაშებული სტანდარტიდან ასხლეტილი ბურთი ირანელთა საყრდენს - ეზატოლჰას მიუვიდა, რომელმაც ძლიერი დარტყმით გაიტანა, თუმცა გოლი ვიდეო-მსაჯის ჩარევის შემდეგ გაუქმდა.

მატჩის ბოლოს ირანელთა მარცხენა ნახევარმცველმა ამირიმ, ფლანგზე ჟერარდ პიკეს ბურთი ფეხებშუა გაუძვრინა, ჩააწოდა და ესპანეთი მორიგ გოლს გადარჩა.

62’ ეზატოლჰაის გაუქმებული გოლი

საბოლოოდ, ფერნანდო იეროს გუნდმა მუნდიალზე პირველი 3 ქულა მიითვალა და ესპანელები პორტუგალიას გაუთანაბრდნენ. შემდეგ მატჩს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები 25 ივნისს, კალინინგრადში მაროკოს წინააღმდეგ ჩაატარებენ.

საინტერესო ფაქტები

► პირველ ტაიმში ისკომ - 55 და რამოსმა - 53, უფრო მეტი ზუსტი პასი გააკეთეს, ვიდრე ირანის ნაკრებმა ჯამში - 49!

► ირანთან მატჩი, ჟერარდ პიკეს სანაკრებო კარიერაში, საიუბილეო მე-100 აღმოჩნდა!

► დიეგო კოშტა, დავიდ ვილის შემდეგ გახდა მეორე ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალის 2 მატჩში ზედიზედ გაიტანა.

► კოშტამ, რუსეთის მუნდიალზე კარში სამჯერ დაარტყა და სამჯერ გაიტანა!

► ირანს მსოფლიოებზე ევროპელებთან არ უმართლებს - 7 მატჩი, 7 წაგება!

მატჩის გმირი: დიეგო კოშტა (ესპანეთი)

მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ნაკრებში მეათე გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე მუნდიალზე - მესამე. კოშტას რუსეთში კარში სულ სამჯერ აქვს დარტყმული და სამივერჯერ გატანა შეძლო. წარმოშობით ბრაზილიელზე მეტი გოლი დღეს ეროვნულ გუნდში მხოლოდ დავიდ სილვას (35), ანდრეს ინიესტას (13) და სერხიო რამოსს (13) აქვთ გატანილი.

იმედგაცრუება: ლუკას ვასკესი (ესპანეთი)

ძნელია ესპანეთის სუსტი თამაშის ახსნა, რომელიმე ერთ მოთამაშეში ეძებო, მაგრამ მადრიდის რეალის შემტევს, აშკარად მეტი აქტიურობა მართებდა და იეროს გუნდის შეტევაში, ალბათ ყველაზე ინერტული იყო. ვასკესი, 79' წუთზე თანაგუნდელმა - მარკო ასენსიომ შეცვალა, თუმცა ამით ესპანეთის შეტევების დინამიკა დიდად არ შეცვლილა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები