Thumbnail
  • 21 ივნისი / ნიჟნი ნოვგოროდი / 22:00 / არგენტინა V ხორვატია
  • ლეო მესის რამდენიმე პარტნიორს გამოუცვლიან 

ლიონელ მესი ლუკა მოდრიჩისა და ივან რაკიტიჩის ტანდემის წინააღმდეგ - D ჯგუფში გადამწყვეტი დაპირისპირებაა. 

ხორვატიის ნაკრების ფანი

არგენტინის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ეს ქულა გუნდმა მუნდიალის დებიუტანტ ისლანდიასთან აიღო, მას მერე, რაც მათმა ლიდერმა ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გაიტანა. არგენტინის და მესის თავზე შავმა ღრუბლებმა მოიყარეს თავი. 

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხორვატიას ფრეზე თამაში აწყობს. გუნდს აღარ ჰყავს ნიკოლა კალინიჩი, რომელმაც ნიგერიასთან 2:0 მოგებულ მატჩში შეცვლაზე შესვლა იუარა და დასჯილია. 

ხორხე სამპაოლი სამკაციან დაცვის ხაზზე გადაერთვება. ამის წყალობით შემადგენლობაში ადგილი შესაძლოა, 4-მა ფეხბურთელმა დაკარგოს და მათგან მხოლოდ როხოა მცველი. წინა თამაში კრისტიან პავონი აქტიურად ჩაერთო თამაშში და მას სასტარტოში ველით. შესაძლოა, პარტნიორების გამოცვლით მესი უკეთ ათამაშდეს. 

ხორვატთა შემადგენლობაში შეიძლება ერთი ცვლილება ვიხილოთ - მარსელო ბროზოვიჩმა სასტარტოში თამაში დაიმსახურა. 

საინტერესო ფაქტები

► ბოლო ექვსი მატჩი ორივე ნაკრებისთვის - 3 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. 

► აქედან 3-3 მატჩში ორივე გუნდმა კარი მშრალად შეინახა.

► არგენტინა და ხორვატია ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. არგენტინელებმა 2 შეხვედრა მოიგეს, ხორვატებმა - ერთი.

► ბოლო 10 მატჩში ხორვატიის ნაკრებმა 8 გოლი გაუშვა, არგენტინამ კი - 13.

► მსოფლიოს თასის ეგიდით ხორვატების ბოლო 11 თამაშიდან 10-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები

არგენტინა (3-4-1-2): კაბალიერო - მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო - სალვიო, მასკერანო, პერესი, აკუნია - მესი - პავონი, აგუერო 

ხორვატია (4-2-3-1): სუბაშიჩი - ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - პერიშიჩი, მოდრიჩი, რებიჩი - მანჯუკიჩი

მსაჯი: რ. ირმატოვი (უზბეკეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები