Thumbnail
  • 21 ივნისი / ეკატერინბურგი / 19:00 / საფრანგეთი V პერუ
  • პოლ პოგბას გადამწყვეტი გოლი გაუუქმეს

С ჯგუფის მეორე ტურის მატჩში, რომელიც ეკატერინბურგში გაიმართება, საფრანგეთის ნაკრები პერუს დაუპირისპრდება. დიდიე დეშამის გუნდმა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით პირველ ტურში ავსტრალია დაამარცხა, ხოლო პერუმ კარგად ითამაშა დანიასთან, მაგრამ წააგო.

ავსტრალიასთან მატჩში ფიფამ პოლ პოგბას გამარჯვების გოლი წაართვა და ავსტრალიელთა მარცხენა მცველ ბეჰიჩს გადაულოცა, როგორც ავტოგოლი. დიდიე დეშამს პირველი თამაშის მერე ბევრი აკრიტიკებს, მწვრთნელი პერუსთან მატჩში ცვლილებებს გეგმავს. დიდი ალბათობით, ოლივიე ჟირუ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, უსმან დემბელე კი სათადარიგოთა სკამზე გადაჯდება. 

პოლ პოგბას გოლი გაუუქმეს

ფრანგთა დაცვის მარჯვენა ფლანგი კვლავ სუსტი წერტილია, სიდიბე ისევ ტრავმირებულია, თუმცა თამაშის მეტი შანსი ახლა აქვს. მარცხენა ფრთაზე მენდის ლუკა ერნანდესის შეცვლის შანსი აქვს. 
რიკარდო გარეკა სასტარტოში კაპიტანსა და ლიდერ პაოლო გერეროს დააბრუნებს, ხოლო გუნდის მეორე ლიდერი ჯეფერსონ ფარფანი შეტევის მარცხენა ფლანგზე გადაიწევს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში დარჩება. 

საინტერესო ფაქტები

პერუმ ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო

► საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით) ბოლო 10 მატჩიდან 8 მოიგო. 

► საფრანგეთმა მსოფლიოს თასის ეგიდით ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში 1-ბურთიანი სხვაობით იმარჯვა. 

► 40 წელია, რაც საფრანგეთს მუნდიალზე სამხრეთ ამერიკის ნაკრებთან არ წაუგია. 

► აღნიშნულ ტურნირზე პერუს ბოლო 5 მატჩში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

►პერუელებს მუნდიალზე 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. 

► პერუს ნაკრებმა ბოლო 16 მატჩიდან მხოლოდ 1 დათმო (10 მოგება). 

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლუკა ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

პერუ (4-2-3-1): გალიესე - ადვინკულა, ა. როდრიგესი, კ. რამოსი, ტრაუკო - იოტუნი, ტაპია - კარილიო, კუევა, ფარფანი - გერერო

მსაჯი: მ. მოჰამედი (საამიროები)

კომენტარები

ბოლო ამბები