Thumbnail
  • 21 ივნისი / სამარა / 16:00 / დანია V ავსტრალია
  • დანიას კრისტიან ერიკსენის იმედი აქვს

კრისტიან ერიკსენსა და კომპანიას შესანიშნავი შანსი აქვს, პლეი ოფის საგზური თითქმის გაინაღდოს. დანიას პირველ ტურში ნამდვილარ არ უთამაშია კარგად, მაგრამ ტოტენჰემის ნახევარმცველის საგოლე პასი და იუსუპ პოულსენის დარტყმა საკმარისი აღმოჩნდა პერუს დამარცხება, რომელსაც იმ შეხვედრაში საოცრად არ უმართლებდა.

დნიია ნაკრების "ტაქტიკა" მაისურზე

"კოსმოს არენაზე" დანიის მეტოქე ავსტრალიის ნაკრებია, რომელმაც დიდი ბრძოლა გაუმართა საფრანგეთს, მაგრამ მაინც დამარცხდა. 

პერუსთან მატჩის შემდეგ დანიელთა მწვრთნელმა აგე ჰარეიდემ აღიარა, რომ  ეგონა მისი გუნდი აუცილებლად დამარცხდებოდა ამ შეხვედრაში. ახლა ჰარეიდე ფიქრობს, რომ ავსტრალიელები ერიკსენზე ნადირობას გამოაცხადებენ. "ვფიქრობ, კრისტიანს მეტოქე გასაქანს არ მისცემს. ავსტრალია მასზე ნამდვილ ნადირობას მოაწყობს", - აცხადებს ჰარეიდე.

ავსტრალიელებს ყველაზე რთული საკვალიფიკაციო კამპანია ჰქონდათ, პლეი ოფში მათ ჯერ სირია დაამარცხეს, შემდეგ კი - ჰონდურასი. 

ავსტრალიელებს თავიანთი "ერიკსენი" ჰყავთ - მაილ იედინაკმა საფრანგეთს გაუტანა, ეს მისი მე-19 გოლია 52 სანაკრებო მატჩში. 

დანიელებს არ ეყოლებათ 33 წლის ნახევარმცველი ვილიამ კვისტი, რომელმაც პერუსთან შეხვედრის პირველ ტაიმში ნეკნები დაიზიანა. მცველმა ანდრეას კრისტენსენმა კი, წესით, უნდა მოასწროს გამოჯანმრთელება. 

საინტერესოა, ახლა თუ მაინც მიეცემა შანსი 38 წლის ტიმ კეჰილს. თუ ავსტრალიელი ამ მუნდიალზე გატანას შეძლებს, მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი გახდება, ვისაც 4 მუნდიალზე აქვთ გოლები გატანილი პელეს, უვე ზეელერისა და მიროსლავ კლოზეს შემდეგ. 

ბერტ ვან მარვეიკი კეჰილს სასტარტოში არც ახლა ათამაშებს, ჰოლანდიელი მხოლოდ ერთ ცვლილებას აპირებს - წინ ტომი იურიჩი ითამაშებს და არა ენდრიუ ნაბუ. 

საინტერესო ფაქტები

კასპერ შმეიხელი, შვილმა მამას აჯობა

► 2007 წლიდან მოყოლებული დანია და ავსტრალია ერთმანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. დანიამ 2-ჯერ მოიგო, ავსტრალიამ - ერთხელ.

► კრისტიან ერიკსენმა ეროვნულ გუნდში ბოლო 14 მატჩში 12 გოლი (!) და 5 საგოლე პასი მიითვალა.
დანიის ნაკრებს 16 მატჩია, რაც არ წაუგია. უფრო გრძელი წაუგებელი სერია, მხოლოდ ესპანეთს (22) და ბელგიას (20) აქვთ.

► დანიელების ბოლო მატჩებში ძალიან ცოტა გოლი გადის - 5-დან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა, აქედან 4-ში - 1.5 გოლზე ნაკლები, ხოლო ორი სულაც 0:0 დასრულდა. 

► დანიას მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოს ჩათვლით) 10 თამაშია, რაც არ წაუგია. 

► კასპერ შმეიხელმა მამის, პეტერ შმეიხელის მშრალი სერია გააუმჯობესა ნაკრებში - 534 წუთი (470-ის წინააღმდეგ).

► ავსტრალიის ნაკრებმა მუნდიალებზე მხოლოდ 2 მატჩი მოიგო (3 ფრე, 9 წაგება). 

სავარაუდო შემადგენლობები

დანია (4-2-3-1): შმეიხელი - დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი - დელეინი, შიონე - ი. პოულსენი, ერიკსენი, სისტო - იორგენსენი

ავსტრალია (4-4-1-1): რაიანი - რისდონი, სენსბერი, მილიგენი, ბეჰიჩი - ლეკი, მუი, იედინაკი, კრუსი - როგიჩი - იურიჩი

მსაჯი: მ. ლაოსი (ესპანეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები