Thumbnail

ევროპალიგაზე დინამო თბილისის, ჩიხურასა და სამტრედიას მეტოქეები გაირკვა

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს უეფას ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებსაც ქართული კლუბები - დინამო თბილისი, ჩიხურა და სამტრედია დაუპირისპირდებიან.

დინამო თბილისის მეტოქე სლოვაკური დუნაისკა სტრედა იქნება. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს. 

პირველ შეხვედრას შინ ჩაატარებს სამტრედია. მისი მეტოქე ყაზახური ტობოლი იქნება, რომელიც ქართული კლუბებისთვის უცხო გუნდი ნამდვილად არაა. 

რაც შეეხება საჩხერის ჩიხურას, მისი მეტოქე ისრაელის კლუბი - ბეითარ იერუსალემი იქნება. სამტრედიელთა მსგავსად, საჩხერლებიც პირველ შეხვედრას შინ გამართავენ. 

მეტი ინფორმაცია ცოტა ხანში ჩვენს საიტზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები