Thumbnail

ლევან კობიაშვილი: პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • სფფ-ს მესვეურები სამუშაო ვიზიტით ბათუმს ესტუმრნენ

20 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები და მათ შორის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბათუმს ესტუმრნენ. 

სფფ-ს ხელმძღვანელებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის მინისტრთან და ქალაქის მერთან ერთად ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ლევან კობიაშვილი პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და შემდეგ, კომენტარი გააკეთა:

"ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მოვლენა არამხოლოდ ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, საფეხბურთო სამყაროსთვის. ნამდვილად შთამბეჭდავია ის პროგრესი, რასაც საძირკვლის ჩაყრიდან დღემდე ვხედავთ. პროექტი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. მიხარია, რომ ეს იქნება ბოლო ათწლეულების ერთერთი გამორჩეული მოვლენა, რომელსაც აჭარასთან ერთად მთელი საქართველო ელოდება” 

როგორც სფფ იუწყება, სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

კომენტარები

ბოლო ამბები