Thumbnail

ახალი ჩემპიონთა ლიგა | ამბავი ყველაფერზე, რაც ვარსკვლავური სფეროს ირგვლივ ბრუნავს

მიხეილ დუმბაძე პროფილის ფოტო
მიხეილ დუმბაძე

ტურნირის ფარგლებში ფეხბურთი პირველად 1955 წელს ითამაშეს (მაშინ ჩემპიონთა თასის გათამაშება ერქვა), ჩემპიონთა ლიგა ევროპული ტოპ კლუბების მთავარი ასპარეზია. ბოლო წლებში მის ძირითად ბადეში თამაშს 32 კლუბი იწყებს და სხვებზე ხშირად რეალ მადრიდი იგებს. უეფას ჩემპიონთა ლიგამ 2018-19 წლების სეზონისთვის, 2021 წლის ჩათვლით გათვლილი ახალი ბრენდინგი წარმოადგინა, რომელიც კომპანიამ DesignStudio შექმნა.

ჩემპიონთა ლიგა ახლა ასე გამოიყურება

ჯონ როუნალდსონი (დიზაინის დირექტორი)
‘ჩვენი გამოწვევა იყო ბრენდის ვიზუალური სახის იმგვარად გაძლიერება, რომ არ დაკარგულიყო ყველასათვის ასე ძლიერ საყვარელი იერი.’

DesignStudio | პროექტის გვერდი
ვარსკვლავური ბურთიდან მომდინარე სხივი ბრენდინგის მთავარი ელემენტია. იგი ჩარჩოში აქცევს და ყურადღებას ამახვილებს გამორჩეულ ეპიზოდებზე. აძლევს საშუალებას ბრენდს მოთამაშეების ეფექტური მოძრაობები და სტადიონის პულსაცია ერთმანეთს ორგანულად შეუხამოს.

DesignStudio | პროექტის გვერდი
ეპიზოდების გამოსარჩევად და უკვდავსაყოფად ვარსკვლავური ბურთის მოძრაობა დიდი მომენტებით და ამაღელვებელი ქმედებებით არის ინსპირირებული. ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი 2017-ის ფინალურ შეხვედრაში მარიო მანჯუკიჩის აკრობატული დარტყმაა.

ახალი ბრენდინგი ბრუნავს - ბრუნავს ბუკვალურად და მეტამორფულად ‘ვარსკვლავური სფეროს’ გარშემო, რომელიც 1991 წელს შეიქმნა და ამ დრომდე უცვლელი რჩება. ახალი ვარსკვლავი, თავისი წინამორბედის მსგავსად ვიზუალური ბრენდინგის მთავარი მამოძრავებელია. თავისი ძალიან თხელი, გამჭვირვალე, სფერული მოხაზულობით გრაფიკული ნიშანი ორგანულად ერგება, ნელა ბრუნავს ან ავითარებს სისწრაფეს მატჩის ჰაილაითის ხასიათიდან გამომდინარე. ვარსკვლავის გამჭვირვალობის ცვლილება მოცემული ანიმაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მახასიათებელია.

ფერთა გამა განსაკუთრებულ როლს თამაშობს და ბრენდინგს განსაკუთრებულობის ელფერს სძენს. გრძნობა, რომ საქმე ელიტურ პირველობასთან გაქვს თავიდანვე ჩნდება. სტატიკაშიც და მოძრაობაშიც ბრენდინგი მთავარ, მუქ ლურჯ ფერს წარმატებით ინარჩუნებს, პალეტში ზომიერად ერევა ღია ფერები.

DesignStudio | პროექტის გვერდი
Fontsmith-თან კოლაბორაციით ჩვენ ბრენდისთვის შევქმენით არსებული ფონტის უფრო მსუბუქი ვერსია. ახალი ფონტი ელიტური საფეხბურთო კლუბის ხასიათს ატარებს. გამოვიყენეთ ცენტრული ტიპოგრაფია, რომელიც აქცენტს ტურნირს მასშტაბზე, მის სიდიადეზე აკეთებს.

DesignStudio | პროექტის გვერდი
ჩვენს პარტნიორებთან, CGII-სთან კოლაბორაციით, შევქმენით სტადიონი და ფართოდ გაშლილი მეტროპოლისი, რომელიც ინსპირაციას ტურნირის მასპინძელი ევროპული ქალაქებიდან იღებს. სტადიონის მისასვლელები ვარსკვლავის ქიმებიდან მომდინარეობს, არქიტექტურული ელემენტები კი ჩემპიონთა ლიგის თასის სახელურების ფორმებს იმეორებს. 

წინა სტადიონის გრაფიკული ელემენტები შესანიშნავი იყო, ახალი დიზაინი ასევე ძალიან კარგად გამოიყურება. ყველა დეტალზე ბევრი ნაფიქრია და ბუნებრივია უმაღლეს დონეზეა შესრულებული - ცვლილებებმა, რომელსაც ყველა გარკვეული შიშით ელოდა, ძალიან მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

პოლ სტენფორდი (CEO, DesignStudio)
'TEAM და UEFA კომპანიებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყავით რომ ჩემპიონთა ლიგა სპორტულ ბრენდინგში კვლავ სამაგალითო სტანდარტი ყოფილიყო.'

ყველა ელემენტი დახვეწილია, იმის მოლოდინი, რომ ახალი ბრენდინგი ეფექტური იქნება სარეკლამო პრინტებზე, მაუწყებლის გრაფიკულ გაფორმებაში, იუთუბსა თუ აიფონზე ძალიან მაღალია.

წყარო: design.studio | underconsideration.com

კომენტარები

ბოლო ამბები