Thumbnail

ლონდონში ენდი მარის ქამბექი არ შედგა

ეკა ელოშვილი პროფილის ფოტო
ეკა ელოშვილი
  • ბრიტანელი ჩოგბურთელი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
  • ენდი მარი დიდი ხნის განმავლობაში თეძოს ტრავმას მკურნალობდა

11-თვიანი პაუზის შემდეგ, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ენდი მარი კორტს ლონდონში დაუბრუნდა, თუმცა, ბრიტანელმა მარცხით დაიწყო. Queens Club-ის პირველ ტურში მარი ნიკ კირიოსთან - 6:2, 6:7, 5:7 დამარცხდა. 2017 წლის უიმბლდონის ტურნირის შემდეგ, ეს მარის პირველი მატჩი იყო.

მატჩი 2 საათისა და 39 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ კირიოსმა მარის კარიერაში პირველად მოუგო. მათი შეხვედრების საერთო ანგარიში კი, 5:1 გახდა.

“რა თქმა უნდა, კორტზე დაბრუნებას მოუთმენლად ველოდი. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს ლონდონში მოხდა. ძალიან მომწონს აქ თამაში. მოხარული ვარ, რომ ეს მატჩი როგორც იქნა შედგა. ტურნირში მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღება იოლი ნამდვილად არ იყო. ვითამაშე ისე, როგორც ამის საშუალება ჩემმა მდგომარეობამ მომცა.

საერთო ჯამში, ცუდად არ გამოვიდა. რასაკვირველია, რაღაცეების უკეთ გაკეთება შეიძლებოდა” - ციტირებს მარის ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

გასული წლის ივლისში, ენდი მარი მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა. თუმცა, ძალიან დიდხნიანი პაუზის გამო, 156-ე პოზიციაზე დაქვეითდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები