Thumbnail
  • 20 ივნისი / როსტოვი / 19:00 / ურუგვაი V საუდის არაბეთი
  • ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი გუნდში ცვლილებებს არ გეგმავს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ურუგვაიმ ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და ახლაც შესანიშნავი შანსი აქვს, კვლავ წარმატებით განაგრძოს სვლა მუნდიალზე - მეტოქე პირველ ტურში 0:5 დამარცხებული და დემორალიზებული საუდის არაბეთია. 

"როსტოვ არენაზე" ოსკარ ტაბარესის გუნდი საბრძოლო შემადგენლობით გადის, არაბებს კი რუსეთის ნაკრებთან 0:5 განადგურების შემდეგ არცთუ საუკეთესო დროება აქვთ. 

ტაბარესი ალბათ, არავის გამოცვლის, არც ლუის სუარესს, რომელმაც აშკარად ჩააგდო პირველი ტურის მატჩი ეგვიპტესთან. აი, ხუან ანტონიო პიცი კი თავის გუნდში ცვლილებებს აუცილებლად გააკეთებს. 

ფერნანდო მუსლერა (ურუგვაი): "მუნდიალზე მატჩის მოგება განსაკუთრებული მოვლენაა. ბევრ ნაკრებს კი არ მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი, ჩვენ კი ეს ორჯერ შევძელით. ამასთან, ეს დიდი ტვირთია".

საინტერესო ფაქტები

► ურუგვაი და საუდის არაბეთი ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვდა. 2002 წელს საუდის არაბეთმა შინ 3:2 მოუგო ურუგვაის, ხოლო 2014-ში ფრე იყო - 1:1. 

► ურუგვაის ნაკრებმა ბოლო 10 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთი დათმო. 

► ხოსე ხიმენესს (ურუგვაი) ბოლო ორ მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ორივე თავით.

► რუსებთან მარცხით საუდის არაბეთმა მუნდიალზე პირველ თამაშებში საკუთარი ანტირეკორდი გაიმეორა, 1950 წლის მუნდიალზეც 0:5 წააგო (მაშინ ბრაზილიასთან). 

► საუდის არაბეთს 4-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. 

► საუდის არაბეთის ბოლო 11-ვე შეხვედრაში 1.5 გოლზე მეტი დაფიქსირდა.

► საუდის არაბეთი მუნდიალზე მე-15 მატჩს ატარებს, მეტოქე პირველად არის სამხრეთ ამერიკის წარმომადგენელი. 

სავარაუდო შემადგენლობები

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - ვარელა, ხ. ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ნანდესი, ბენტანკური, ვესინო, დე არასკაეტა - ლ. სუარესი, კავანი

საუდის არაბეთი (4-1-4-1): ალ-მაიუფი - ალ-ბურაიკი, ჰავსავი, ჰავასვი, შაჰრანი - ოტაიფი - შეჰრი, ალ ჯასამი, ფარახი, ალ დავსარი - ალ საჰლავი

მსაჯი: კ. ტურპენი (საფრანგეთი)

კომენტარები

ბოლო ამბები