Thumbnail
  • 20 ივნისი / ყაზანი / 22:00 / ირანი V ესპანეთი
  • ესპანეთისა და ირანის ნაკრებები ერთმანეთს პირველად ეთამაშებიან

ესპანეთის ნაკრებს, საყოველთაო შეფასებით, მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გუნდს პირველი ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა აქვს. ეს ყველაფერი კი კრიშტიანო რონალდოსა და დავიდ დე ხეას "დამსახურებაა", პირველმა უზადოდ ითამაშა და ჰეთ თრიკი შეასრულა "როხას" კარში, მეორემ კი უპატიებელი შეცდომა დაუშვა მეორე გოლზე. 

ირანელებს კი საოცნებო დასაწყისი გამოუვიდათ, თითქოს, ქულასაც არ იმსახურებდნენ, როცა 95-ე წუთზე მაროკოელმა ფეხბურთელმა საკუთარი კარი დალაშქრა. ასე გახდა ირანი ჯგუფის ლიდერი და ესპანეთთან თამაშში ეს აზიური გუნდი გაძლიერებული დაცვით ითამაშებს. 

"ფურია როხას" რიგებში დანი კარვახალის თამაში ისევ საეჭვოა, თუმცა მან ვარჯიში უკვე განაახლა. მისი შემცველი ნაჩო ალბათ, ადგილს შეინარჩუნებს, მით უფრო, პორტუგალიელთა კარში გატანილი სუპერგოლის შემდეგ. ფერნანდო იერომ შესაძლოა, კოკე ტიაგო ალკანტარათი ჩაანაცვლოს. ცუდი მატჩის მიუხედავად, დავიდ დე ხეა, ბუნებრივია, სასტარტოში ადგილს შეინარჩუნებს. 

ისკო ალარკონი (ესპანეთი): "ეს ისეთი დაპირისპირებაა, რომელშიც 200%-ით უნდა ვიყოთ მზად".

ირანელთა რიგებში საეიდ ეზატოლაჰი აღარ არის დისკვალიფიცირებული, თუმცა მას სასტარტოში არ ვვარაუდობთ. 

საინტერესო ფაქტები

► ირანი და ესპანეთი ერთმანეთს პირველად ხვდებიან. 

► უკვე 21 მატჩია, რაც ესპანეთის ნაკრები მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. 

► ბოლო 11 მატჩიდან 6-ში ესპანეთის ნაკრებმა კარი მშრალად შეინახა. 

► ირანს ბოლო 36 მატჩში არასოდეს გაუშვია 2 გოლზე მეტი. 

► ირანმა ბოლო 14 შეხვედრიდან 13-ში გოლი არ გაუშვა!

► ირანს 19 თამაშია არ წაუგია მსოფლიოს ჩემპიონატზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით).

► 28 თამაშია, რაც ესპანეთის მონაწილეობით 0:0 არ დაფიქსირებულა.

► ირანის ბოლო 9 თამაშიდან ერთიც არ დასრულებულა მშვიდობით - 7 მოგება და 2 წაგება.

კარვახალი უკვე ვარჯიშობს

სავარაუდო შემადგენლობები

ირანი (4-1-4-1): ბეირანვანდი - რეზაეიანი, ჩეშმი, პურალინგანჯი, საფი - ებრაჰიმი - ჯაჰანბახში, შოჯაეი, ამირი, ანსარიფარდი - აზმუნი 

ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - ნაჩო, პიკე, ს. რამოსი, ალბა - კოკე, ბუსკეტსი, ინიესტა - ისკო, დიეგო კოშტა, დავიდ სილვა

მსაჯი: ა. კუნია (ესპანეთი)

 

კომენტარები

ბოლო ამბები