Thumbnail
  • 20 ივნისი / მოსკოვი / 16:00 / პორტუგალია V მაროკო
  • ევროპის ჩემპიონი "ლუჟნიკიზე" პირველ ტურში დამარცხებულ მაროკოს ხვდება

20 ივნისს "ლუჟნიკიზე" ევროპის ჩემპიონი პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება. 
პირველი ტურის შემდეგ პორტუგალიას ქულა აქვს, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ბრწყინვალე თამაშში (3:3) მოიპოვა, ხოლო მაროკო უქულოდაა, რადგან ირანთან დასანანი მარცხი (0:1) განიცადა. 

მუნდიალზე 33 წლის კრიშტიანო რონალდომ ასპარეზობა ჰეთ თრიკით დაიწყო. თანაც, სამი გოლი მან მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს გაუტანა. თუმცა ახლანდელი მეტოქე მაროკო დაცვაში მკაცრი თამაშით გამოირჩევა და სამი გოლი ერთად ბოლოს როდის გაუშვა არავის ახსოვს. 

"ატლასის ლომები" აფრიკის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ფინალურ საკვალიფიკაციო ჯგუფში გოლი საერთოდ არ გაუშვა. სამი კი არა 2 გოლი მაროკომ ბოლოს 20 თამაშის წინ გაუშვა ჰოლანდიის ნაკრებთან. 

არადა, კრიშტიანომ კოშმარი მოუწყო დავიდ დე ხეას, მას სამი გოლი გაუტანა, მათ შორის, 88-ე წუთის შედევრი საჯარიმო დარტყმით.

საინტერესო ფაქტი - მაროკოს პორტუგალიასთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს. მეზობლობის მიუხედავად, ამ ნაკრებს აქამდე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ - 1986 წლის მუნდიალზე მექსიკაში მაროკომ პორტუგალიას 3:1 მოუგო.

ამრაბატი არ იქნება

მაროკოს ნაკრებს არ ეყოლება ნორდინ ამრაბატი, რომელსაც კონტუზია აქვს და წესით, პორტუგალიასთან თამაშს ვერ შეძლებს. სხვა საკადრო პრობლემები ორივე გუნდში არ არის.
ფერნანდო სანტუში დიდი ალბათობით, იმ შემადგენლობას არ შეცვლის, რომლითაც ესპანეთს ეომა. ერთადერთი გამონაკლისი შესაძლოა, რონალდოს მეწყვილის საკითხი იყოს - შეიძლება გონსალო გედეში დასვას და სასტარტოში ანდრე სილვა ათამაშოს. 

თამაშის წინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელთა გოლკიპერმა რუი პატრისიომ ვულვერჰემპტონთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში იმყოფება ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, რომელიც პორტუგალია-მაროკოს თამაშს დაესწრება.

საინტერესო ფაქტები

► კრიშტიანო რონალდოს (84 გოლი ნაკრებში) ყოველ 142 წუთში ერთხელ გააქვს ეროვნული ნაკრების მაისურით. 

► პორტუგალიამ ბოლო 10 მატჩიდან 9-ში სულ მცირე, 2-2 გოლი გაიტანა. 

► პორტუგალიას 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

► მაროკოს ნაკრებმა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა ირანთან 0:1 მარცხით. 

► მაროკო მუნდიალზე 1998 წლის მერე პირველად თამაშობს. 

► მაროკოს 20 თამაშია, ერთ გოლზე მეტი არ გაუშვია. ბოლოს ორი გოლი ჰოლანდიასთან გაუშვა (1:2). 

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო - სოარეში, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო - ბერნარდო სილვა, ჟოაო მოუტინიო, ვ. კარვალიო, ფერნანდეში - რონალდო, გედეში 

მაროკო (4-2-3-1): მოჰამედი - ჰაკიმი, ბენატია, საისი, და კოშტა - ბუსუფა, აჰმადი - ზიეხი, ბელჰანდა, ჰარიტი - ელ კააბი 

მსაჯი: მ. გაიგერი (აშშ)

 

კომენტარები

ბოლო ამბები