Thumbnail

როგორ აღნიშნეს გუშინდელი დრამატული მოგება ინგლისში?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ინგლისმა გუშინ, მუნდიალის პირველი მატჩი ვოლგოგრადში, ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა დრამატულად - 1:2 მოიგო.

O2 არენა ლიდსში, იმ ბევრი ლოკაციიდან ერთ-ერთია, სადაც გუშინდელი მატჩი დიდ ეკრანზე გადიოდა და სადაც, ასეულობით ქომაგმა მოიყარა თავი.

ლიდსი 📺

თამაშის შემდეგ ინტერვიუში, ჰარი კეიმა განაცხადა, რომ იმედია თავის ბოლო წამზე გოლით, პაბებში მჯდომი ბევრი თანამემამულე გაახარა. ამ სიტყვების შემდეგ, ბრიტანული ტვიტერი ვიდეოებმა წალეკა.

შეფილდი 📺

მაიდსტოუნში, კენტის საგრაფოში, კეინის გოლის შემდეგ დიდი რაოდენობით ლუდი დაიღვარა. კეინმა ჯერ 11' წუთზე გაიტანა, შემდეგ კი გამარჯვების გოლი 91' წუთზე თავით შეაგდო.

მაიდსტოუნი 📺

ყველაზე მეტი ვიდეო, კროიდონის ბოქსინგპარკიდან დაიპოსტა, სადაც უამრავი გულშემატკივარი იყო თავმყორილი.

კროიდონი 📺

ფანებმა, რომლებიც ნიუკასლის თაიმს სქუერზე შეიკრიბნენ, მატჩს ინგლისის ლეგენდებთან და 1990 წლის მუნდიალის მონაწილეებთან - პოლ გასქოინთან და პიტერ ბირდსლისთან ერთად უყურეს, რომლებიც თამაშამდე ფანებს ესაუბრნენ.

ასევე, პოპულარული ადგილი იყო ტოტენჰემის კურტ როუდი, სადაც გახარებული გულშემატკივრები სავალ ნაწილზე მანქანებს აჩერებდნენ და მხოლოდ რამდენიმე წამიანი აღნიშვნის შემდეგ უთმობდნენ გზას.

კომენტარები

ბოლო ამბები