Thumbnail

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უმცროსი ბორჯღალოსნები სამშობლოში სამი გამარჯვებით დაბრუნდნენ
  • მორაგბეებმა და მწვრთნელმა ტურნირი შეაფასეს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მორაგბეებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და წარმატება მიულოცეს. 20-წლამდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-9 ადგილი დაიკავეს და სამი მატჩის მოგება მოახერხეს - ეს არის საქართველოს საუკეთესო შედეგი 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში.

უმცროსმა ''ბორჯღალოსნებმა'' მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი ასპარეზობა შეაფასეს.

თედო აბჟანდაძე: მადლობა ყველას დახვედრისთვის. ეს დიდი პატივისცემაა ჩვენთვის. მოვახერხეთ სამი მატჩის მოგება და შემდეგ მსოფლიოზე უკეთესი პოზიციის დაკავებას ვეცდებით.

გელა აფრასიძე: მიზანი ორი მატჩის მოგება იყო. ჩვენ შევძელით ირლანდიის, იაპონიისა და შოტლანდიის დამარცხება, რაც უდიდეს წარმატებას ნიშნავს. დავამტკიცეთ, რომ ელიტის გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია.

ლადო კილასონია (მწვრთნელი) : დიდი მონდომებისა და თავდადების ხარჯზე შევძელით ამ შედეგის მიღწევა. ეს იყო ყველაზე წარმატებული გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ჩვენი მიზანი ელიტაში დარჩენა იყო, საბოლოოდ კი სამი მატჩის მოგება შევძელით.

#უმცროსიბორჯღალოსნები დაბრუნდნენ 🔥 დიდი მადლობა ბიჭებს და დიდი მადლობა ყველას ვინც მათ გასამხნევებლად აეროპორტი გაავსეთ 👍🏼 #მადლობაბიჭებო #რაგბიჩვენითამაშია #WorldRugbyU20s 📸 გოგიტა ბუხაიძე

Posted by Georgian Rugby on სამშაბათი, 19 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები