Thumbnail

რუსეთში მუნდიალზე ჩასული ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი გაქურდეს

  • მოსკოვის პოლიცია ძარცვაში დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს
  • როგორც აღმოჩნდა, მალუმა კოლუმბიის, არგენტინისა და მექსიკის გულშემატკივარია

მოსკოვში ერთ-ერთი კოლუმბიელი გულშემატკივარი გაქურდეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ გულშემატკივარი კი არა, ცნობილი მომღერალი ხუან ლუის ლონდონიოა, რომელიც მალუმას ფსევდონიმით მოღვაწეობს და ლათინურ ამერიკაში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. ამასთან, დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჰიმნი, სწორედ, მალუმას უნდა შეესრულებინა.  

მუნდიალზე საყვარელი გუნდების საგულშემატკივროდ ჩასულ მალუმას 50 მილიონი რუბლის ძვირფასეულობა მოპარეს. პოლიციას სავარაუდო დამნაშავე ჯერაც არ დაუკავებია.

კოლუმბიელი მომღერალი რუსეთში აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ჯერ არგენტინის მაისურში გამოწყობილი პოზირებდა კამერებთან. შემდეგ, მექსიკის ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, ბურთიც გააგორა და საყვარელ ფეხბურთელებთან ფოტოებიც გადაიღო.

დღეს, მალუმას საყვარელი კოლუმბიის ნაკრები მუნდიალზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. თუმცა, რამდენადაა გაქურდული მომღერალი ფეხბურთის ყურებისა და გულშემატკივრობის ხასიათზე, უცნობია.


 

კომენტარები

ბოლო ამბები