Thumbnail
  • ტუნისი 1:2 ინგლისი
  • კეინი (11), სასი (35.პენ), კეინი (91)
  • გაფუჭებული მომენტები და გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე...

ინგლისის ნაკრებმა, რუსეთის მუნდიალის პირველი მატჩი ვოლგოგრადში - ტუნისის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა, შეხვედრა ბრიტანელებმა ჰარი კეინის დუბლით - 1:2 მოიგეს.

ახალგაზრდა ლომებმა, მატჩი აქტიურად დაიწყეს და ნაკრების კაპიტანმა - ჰარი კეინმაც მალევე გაიტანა. ეს კეინისთვის პირველი გოლია დიდ ტურნირებზე.

11' კეინი 0:1

გოლის შემდეგ, ინგლისი არ მოდუნდა, ბრიტანელებმა კიდევ არაერთი მომენტი შექმნეს, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხეს. საპასუხოდ, ტუნისის ერთ-ერთ კონტრ-შეტევას პენალტი მოჰყვა...

კაილ უოკერმა მეტოქეს საჯარიმოში იდაყვი ჩაარტყა და პიკფორდის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სასიმ გაიტანა.

35' სასი 1:1

მთელი პირველი ტაიმი აქტიური იყო მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი - ჯესი ლინგარდი, რომელსაც 4 რეალური მომენტი ჰქონდა. ასევე, სახიფათოდ უტევდა რამდენიმე ეპიზოდში ტოტენჰემის დელე ალი.

მეორე ტაიმი ინგლისელებმა ინერტულად დაიწყეს, არ წაუვიდა თამაში რაჰიმ სტერლინგს, რომელიც მარკუს რაშფორდმა შეცვალა, თუმცა იუნაიტედის მოთამაშემ გუნდის თამაშს დიდი ვერაფერი შემატა.

ლინგარდის მომენტი და ძელი

რაშფორდის შემდეგ მოედანზე კრისტალ პალასის ნახევარმცველი ლოფტუს-ჩიკი შემოვიდა. ჩელსის აღზრდილი მოთამშე, მარჯვნიდან ამწვავებდა და 91-ზე წუთზე კუთხური მოიპოვა...

კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ, პირველი ბურთი ჰარი მაგუაირმა მოიგო, რომელიც ინგლისელთა ლიდერ ჰარი კეინს მიუვიდა და ტოტენჰემის სუპერ გამტანმაც ბოლო წუთზე საკუთარ ნაკრებს 3 ქულა მოუტანა!

91' კეინი 1:2

საბოლოოდ, ინგლისმა 1998 წლის მუნდიალის მსგავსად, ტუნისი 2018-შიც დაამარცხა და ტურნირი მოგებით დაიწყო. ჰარი კეინმა, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ ნაკრების ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა.

საინტერესო ფაქტები

► ჰარი კეინი, დიეგო ფორლანის შემდეგ (2010) გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც მუნდიალზე ერთ მატჩში, 2 სხვადასხვა მეკარეს გაუტანა.

► ინგლისმა მუნდიალზე, 90+ წუთზე გოლი, ისოტრიაში პირველად გაიტანა!

► ჰარი კეინმა ნაკრებში, 25 მატჩში მეთხუთმეტე გოლი გაიტანა, ამაზე მეტი მხოლოდ გარი ლინეკერს აქვს შეგდებული პირველ 25 მატჩში - 20 გოლი.

► ინგლისმა პირველ ტაიმში კარში 6-ჯერ დაარტყა, ამდენი ბოლოს 1966 წლის მსოფლიოზე, ნახევარფინალში პორტუგალიასთან მატჩში დაარტყეს.

► ჰარი კეინმა, მეთერთმეტე წუთზე, დიდ ტურნირებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

მატჩის გმირი: ჰარი კეინი

ტოტენჰემ ჰოთსპურის და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა - ჰარი კეინმა დღეს ტუნისელებს დუბლი გაუტანა და ნაკრებს პირველი 3 ქულა მოაპოვებინა. კეინმა, უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, რომ გუნდის ნამდვილი ლიდერია.

იმედგაცრუება: რაჰიმ სტერლინგი

ჯესი ლინგარდმა 4 რეალური მომენტი შექმნა, ზოგ შემთხვევაში არ გაუმართლა, მომენტებში თვითონ ვერ ივარგა. დელე ალიც რაღაცას ცდილობდა და რამდენიმე კარგი პასიც გააკეთა... მაგრამ ინგლისელებიდან ვინც მთელი მატჩი ვერაფერი ქნა, ეს მანჩესტერ სიტის შემტევი - რაჰიმ სტერლინგი იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები