Thumbnail

BREAKING: მოსკოვში, საბა კვერკველიას ბინაში ცხედარი იპოვნეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე საბა კვერკველიას სახლში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვნეს, რომლის ამოცნობაც პასპორტის მიხედვით მოხდა. 

ეს ინფორმაცია პირველმა ტელეგრამის არხმა Mash-მა გაავრცელა, შემდეგ კი რუსულმა მედიამ აიტაცა. პირველადი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ზედოზირებაა. 

Mash-ის ინფორმაციით, ეს გულშემატკივარი მოსკოვში მეგობართან ერთად ჩავიდა, საბას თხოვნით, მას აეროპორტში მოსკოვის ლოკომოტივის წარმომადგენლები დახვდნენ. ისინი მოსკოვში მუნდიალის თამაშებზე დასწრებას გეგმავდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ ქართველი გულშემატკივრის გვამი კარის მეზობელმა აღმოაჩინა. 

"მისი მეგობარი არაადეკვატურად იქცეოდა, მან თავისი ბარგი შეაგროვა და სწრაფად გაეცალა ბინას. შემთხვევის ადგილზე ნახეს ერთჯერადი შპრიცები, გვამს კი ინექციის კვალი ეტყობოდა" - წერს წყარო. 

საბა კვერკველიას ეს ამბავი კვიპროსში შეკრებაზე შეატყობინეს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლო ამბები