Thumbnail
  • 19 ივნისი / სანკტ პეტერბურგი / 22:00 / რუსეთი V ეგვიპტე
  • მოჰამედ სალაჰი მუნდიალზე პირველ მატჩს გამართავს

A ჯგუფის მეორე ტურში მასპინძელი რუსეთი ექტორ რაულ კუპერის ეგვიპტეა. მატჩი სანკტ პერეტბურგის "კრესტოვსკიზე" გაიმართება - ყველა ელის მოჰამაედ სალაჰისა და პირველი მატჩის მოგებით აღფრთოვანებული რუსების მიწაზე დაშვებას შეეცდება. ჯგუფის მეორე თამაში ურუგვაისა და საუდის არაბეთს შორის 20 ივლისს გაიმართება.

საუდის არაბეთთან 5:0-ის შემდეგ რუსეთი ზეიმობს, თუმცა ვნახოთ, რას იზამს მასპინძელი გუნდი გაცილებით ორგანიზებული ეგვიპტის წინააღმდეგ, რომელსაც მოჰამედ სალაჰი ჰყავს.

მოჰამედ სალაჰი

რუსეთის ნაკრებში ალან ძაგოევის თამაში გამორიცხულია. მან საუდის არაბეთთან შეხვედრაში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, თუმცა მისმა შემცვლელმა დენის ჩერიშევმა დუბლი შეასრულა და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ეგვიპტეს სალაჰი ჰყავს, მაგრამ რუსეთს ჰყავს ალექსანდრ გოლოვინი. ნახევარმცველმა გოლითა და 2 საგოლე პასით, ასევე შესანიშნავი თამაშით, დაამტკიცა, თუ რატომ არის მისით ტურინის იუვენტუსი დაინტერესებული. გოლოვინი შუაში შეიწევს და ძაგოევის ადგილს დაიკავებს, ხოლო ჩერიშევი ფლანგზე ითამაშებს. 

სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთის მწვრთნელი): "საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ნაკრების სათამაშო სტილებში არის მსგავსება, მაგრამ ეგვიპტე ერთი თავით უკეთესი ნაკრებია. ძაგოევის დაკარგვა დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩერიშევი გამოვიდა და ყველაფერი კარგად შეასრულა. პირველ ტურში მოპოვებული სამი ქულა რუს გულშემატკივრებს კარგ ხასიათზე აყენებს. სალაჰს პირველ ტურში არ უთამაშია, მაგრამ ეგვიპტე სალაჰის გარეშეც კარგი გუნდია".

საინტერესო ფაქტები

► რუსეთის ნაკრებმა საუდის არაბეთის დამარცხებით 7-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 

► რუსეთს შეუძლია გახდეს პირველი ნაკრები, რომელიც პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს, ამისთვის ეგვიპტის ნაკრების დამარცხება და ურუგვაის საუდის არაბეთთან არწაგება საკმარისი იქნება.

► ეგვიპტის ნაკრებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. 

► ეგვიპტის ნაკრებმა ბოლო 5 მატჩიდან 4-ში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა.

► ეგვიპტის ბოლო 6 სამუნდიალო თამაშებიდან 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. 

► რუსეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩში მხოლოდ ერთ გუნდს გაჰქონდა გოლი. 

სავარაუდო შემადგენლობები

რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი - ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი - გაზინსკი, ზობნინი - სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი - სმოლოვი 

ეგვიპტე (4-2-3-1): ელ-შენავი - ფათჰი, გაბრი, ჰეგაზი, შაფი - ჰამედი, ელნენი - სალაჰი, საიდი, ტრეზეგე - მოჰსენი 

მსაჯი: ე. კასერესი (პარაგვაი)

კომენტარები

ბოლო ამბები