Thumbnail

სოლიდარობა LGBT საზოგადოებას - ინგლისელი ფანის გეგმები ინგლისის მატჩზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • დი კანინგემი ტუნისი - ინგლისზე ბანერის გამოფენას აპირებს
  • რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა კანონით ისჯება

დი კანინგემი ინგლისის ნაკრების საგულშემატკივროდ რუსეთში ჩავიდა. ამ ისტორიაში არაფერი იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა ის ფაქტი, რომ 56 წლის დი LGBT საზოგადოების უფლებების ცნობილი დამცველია ბრიტანეთში, რუსეთში ეს სერიოზული პრობლემაა.

საერთაშორისო ინსტიტუტების კვლევის მიხედვით ცნობილია, რომ რუსეთი ევროპაში რიგით მეორე ჰომოფობიური ქვეყანაა. "მართლაც ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყო. არ შეიძლება რაიმე განმასხვავებელი ნიშნებით იარო ამ ქვეყანაში", - აცხადებს ვოლგოგრადში "სამი ლომის" საგულშემატკივროდ ჩასული კანინგემი. 

მიუხედავად აკრძალვებისა კანინგემი ტუნისი-ინგლისის მატჩისას ტრიბუნაზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ბანერის გამოფენას აპირებს. ამბობს, რომ ის ოპტიმისტია - სჯერა, რომ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები რუსეთში მომავალში მაინც დაცული იქნება.

"რუსეთის ფედერაცია ძალიან დიდია, იქ ასობით რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. რუსეთი ერთფეროვანი არ არის", - აცხადებს კანინგემი. 

1993 წლამდე რუსეთში ჰომოსექსუალობა დასჯადი იყო, 1999 წლამდე ის ავადმყოფობად ითვლებოდა. 2013 წელს მიღებული კანონის მიხედვით რუსეთში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა აკრძალულია.

საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად განსხავებულია ინგლისში

🏳️‍🌈 3 Lions Pride

დი კანინგემმა და ჯო უაიტმა ინგლისის ნაკრების LGBT ქომაგთათვის გაერთიანება შექმნეს.

🏳️‍🌈 3 Lions Pride

LGBT გაერთიანება ინგლისის ასოციაციის მხარდაჭერით სარგებლობს.

🏳️‍🌈 Gay Gooners

არსენალის ქომაგთა ეს გაერთიანება 2012 წელს შეიქმნა, გეი გუნერსის ბანერს ემირეითსზე ხშირად შეხვდებით.

🏳️‍🌈 Leicester City's Foxes

LGBT ფანბეისი ლესტერსაც ჰყავს. სიტის მხარდამჭერი 'მელიები" ინგლისურ ფეხბურთში არსებული 40-მდე გაერთიანებიდან ერთ-ერთი არიან.

დი კანინგემი ამტკიცებს, რომ ის არ არღვევს წესებს, ხოლო ფეხბურთი უებარი საშუალებაა განსხვავებულ ადამიანების დაახლოებისთვის. "მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლებს რეალური ცვლილებების მოხდენა ნამდვილად შეუძლიათ, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება. აქ ბევრი ფანი ვნახე სხვადასხვა ქვეყნიდან, ისინი დიდებული ადამიანები არიან. დარწმუნებული ვარ, მათ არანაირი პრობლემა არ ექნებათ ბანერთან დაკავშირებით. თუმცა არ ვიცი, რა რეაქცია ექნება პოლიციას", - ამბობს კანინგემი. 

ის, რომ LGBT საზოგადეობის უფლებები რუსეთში უხეშად ირღვევა, წინა დღეს სანკტ პეტერბურგში მომხდარი ფაქტიც ადასტურებს. ორგანიზაციას, რომელიც სექსუალურ და ეთნიკურ უმცირესობებს "მშვიდობიან სივრცეს" ჰპირდებოდა, მუნდიალის ორგანიზატორებმა ბოლო წამს გაუუქმეს ქირის ხელშეკრულება და ოფისიდან გამოაძევეს.

კომენტარები

ბოლო ამბები