Thumbnail
  • არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნაკრების მწვრთნელი გამოლანძღა
  • დიეგოს აზრით, სამპაოლის გეგმა არ აქვს

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ისლანდიასთან ნათამაშებმა ფრემ საშინლად გააბრაზა ლეგენდარული დიეგო მარადონა და არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ხორხე სამპაოლი ღიად გააკრიტიკა.

“ასე თუ გააგრძელებს, არგენტინაში ვერ დაბრუნდება. მას თამაშის გეგმა არ ჰქონდა და ეს საშინელებაა. როცა იცი, რომ ისლანდიელთა ყველა მოთამაშე 190 სმ სიმაღლისაა, კუთხურიდან სულ მაღალ ბურთებს რატომ აწვდი? არც ერთხელ არ გვიცდია, ბურთი მოკლეზე გაგვეთამაშებინა. ეს გეგმა კი არა, სირცხვილია!

ფეხბურთელებს არ ვადანაშაულებ. მე ვეკითხები მწვრთნელს, რატომ არ მოამზადა გუნდი თამაშისთვის. ყბედობის დრო დამთავრდა. თუ გინდა თან 25 მწვრთნელი წამოიყვანე, მაგრამ იმუშავე, საქმე აკეთე. ნათლად დავინახეთ, რომ ისლანდია უფრო შეუპოვრად შრომობდა, ვიდრე არგენტინა და ამან ყველაზე მეტად გამაბრაზა” - ამბობს დიეგო.

კომენტარები

ბოლო ამბები