Thumbnail

Roland-Garros eSeries 2022-ის გამარჯვებული ბრიტანელი გეიმერი გახდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ტურნირის ფინალი ფილიპ შატრიეს კორტის სათამაშო ზონაში ჩატარდა
  • ჩემპიონი საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერააცის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

საჩოგბურთო სიმულატორის, Tennis World Tour 2-ის ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რომელიც Roland-Garros eSeries by BNP Paribas-ის ეგიდით ტარდება, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა - უილიამ ფოსტერმა (Fozzy) მოიგო.

Roland-Garros eSeries by BNP Paribas უკვე მეხუთე წელია ტარდება. წლევანდელი ღონისძიების გრანდ ფინალი სპეციალურ სათამაშო ზონაში გაიმართა, რომელიც ფილიპ შატრიეს კორტის ზედა ნაწილში მდებარეობს.

ტურნირის დასკვნით ეტაპზე ხუთი ქვეყნის წარმომადგენელმა მიაღწია - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კოლუმბია, გერმანია და ირანი. ფინალური ეტაპის საგზური კი ფრანგმა და ბრიტანელმა გეიმერებმა მოიპოვეს. eTennis-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უილიამ ფოსტერმა მოიპოვა.

უილიამ ფოსტერი ტურნირის მეხუთე გამარჯვებული გახდა

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჟილ მორეტონმა ჩემპიონი და მეორეადგილოსანი დააჯილდოვა.

“ვულოცავ უილიამ ფოსტერს ჩემპიონობას. ჩვენ გაოგნებული ვიყავით იმის ხილვით, თუ რამდენად რთული კონკურსი ჩატარდა. 2022 წელს გადავდგით დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ კონკურსი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ჩვენი მიზანია ელექტრონული ჩოგბურთის პოპულარაზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ვამაყობთ BNP Paribas-სთან და Renault-თან თანამშრომლობით. მოუთმენლად ველით ღონისძიების შემდეგ განვითარებას”. - განაცხადა საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. 

“ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩემთვის დიდი პატივი იყო ფილიპ შატრიეს კორტში გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობა. წარმოუდგენელი გამოცდილება მივიღე.”- ეს სიტყვები კი ტურნირის გამარჯვებულს, უილიამ ფოსტერს ეკუთვნის.

კომენტარები

ბოლო ამბები