Thumbnail

მატჩის წინ | ტუნისი V ინგლისი - ახალგაზრდა ლომების პირველი ტესტი!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 18 ივნისი / 22:00 / ვოლგოგრადი / ტუნისი V ინგლისი
  • ინგლისელთა კაპიტნის და მწვრთნელის პირველი დიდი გამოცდა...
  • 1998 წლის მატჩის 'რიმეიქი'

ინგლისის ნაკრები რუსეთის მუნდიალს ვოლგოგრადში, ტუნისელებთან მატჩით დაიწყებს. კუნძულელებს ყველა მწყობრში ჰყავთ, მიკრო-ტრავმა მიიღო მანჩესტერ იუნაიტედის მარკუს რაშფორდმა, თუმცა ამბობენ რომ თამაშს შეძლებს.

გარეტ სუთგეიტი მიიჩნევს, რომ ინგლისელებს წარსული წარუმატბელობის დავიწყება შეუძლიათ და რუსეთის მსოფლიოზე, გულშემატკივრები ახალ და იმედის მომცემ ნაკრებს ნახავენ.

განწყობა ინგლისელთა ბანაკში

„ისტორია გვეხმარება იმაში, რომ შეცდომები ნათლად დავინახოთ“ ამბობს საუთგეიტი. „წარსული ბევრს გვასწავლის.“ საუთგეიტმა, ფისქოლოგიური წნეხის მოსახსნელად, მოთამაშეებს შემადგელობა, მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გამოუცხადა.

„მაგრამ ამ გუნდს ამით თავი არ უნდა მოვაწყინოთ, ეს ახალგაზრდების ნაკრებია. მათ უმეტესობას რამდენიმე მატჩი აქვს ეროვნულ გუნდში ჩატარებული, მომავალზე უნდა იფიქრონ!“

ინგლისელთა კაპიტანი და ლიდერი - ჰარი კეინი ვოლგოგრადის აეროპორტში

უიმედოდ არც ტუნისელები არიან „ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, მთელი ნაკრები პრემიერლიგის მოთამაშეებისგან შედგება და ეს ბევრს ნიშნავს“ განაცხადა ტუნისელთა მწვრთნელმა ნაბილ მაალოულიმ.

► ოქროს გოლი: პოლ სქოულზი ტუნისის წინააღმდეგ [1998]

„თუმცა ჩვენი მიზანი მეოთხედფინალია და ამ მიზნისთვის ბრძოლა რომ შეგვიძლია, ეს ამხანაგურ მატჩებშიც დავამტკიცეთ.“ შეგახსენებთ, რომ ტუნისელები ფიფას მსოფლიო რეიტინგში მეთოთხემეტე ადგილს იკავებენ და ინგლისს (მეცამეტე) მხოლოდ ერთი საფეხბურთი ჩამორჩებიან.

1998 წლის მატჩი

► ინგლისელები ტუნისს მსოფლიოს ჩემპიონატზე ადრეც შეხვედრიან, უწინაც მუნდიალის პირველ მატჩში - გლენ ჰოდლის ნაკრებმა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მარსელში, ტუნისთან შეხვედრით დაიწყო.

► სამხრეთ საფრანგეთში, პირველი გოლი თავური დარტყმით ალან შირერმა გაიტანა, ხოლო შემდეგ სხვაობა ორამდე პოლ სქოულზმა გაზარდა.

► ამ მატჩში, ალან შირერის წინააღმდეგ, თამაშის წესები 11-ჯერ დაარღვიეს, რაც მუნდიალების რეკორდია. ამ მაჩვენებელს, გუშინ ნეიმარი კინაღამ გაუთანაბრდა, ვის მიმართაც შვეიცარიელებმა 10-ჯერ იუხეშეს.

გლენ ჰოდლი ტუნისთან მატჩამდე, 1998 წელი.

ტუნისის მიღწევა

► ტუნისი პირველი აფრიკული გუნდია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე მატჩი მოიგო - 1978 წლის არგენტინის მუნდიალზე, ტუნისელებმა, როსარიოში მექსიკა 3:1 დაამარცხეს!

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი - ტრიპიე, ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი - სტერლინგი, კეინი

ტუნისი: ჰასენი, მერია, ს. ბენ იოსეფი, ბრონი, მაალოული, სხირი, ბადრი, შაასი, ფ. ბენ იოსეფი, ხაზრი, სლიტი

მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

ახალგაზრდა ლომები რუსეთში

კომენტარები

ბოლო ამბები