Thumbnail

ნაპოლიში ივლისში წარადგენენ - კვარაცხელია დინამო ბათუმს ვერ დაეხმარება?

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იტალიური ნაპოლის გუნდის ქართველი ახალწვეულის ხვიჩა კვარაცხელიას წარდგენას 8-დან 19 ივლისამდე პერიოდში გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli ავრცელებს.

როგორც ირკვევა, აღნიშნულ დროს ნეაპოლიტანური კლუბი წინასასეზონო შეკრების ჩასატარებლად დიმაროს (პატარა კომუნა იტალიის ჩრდილოეთში) ეწვევა და ქართველი ნახევარმცველი ახალ კლუბს სწორედ მაშინ შეუერთდება.

თუკი აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ კვარაცხელია დიდი ალბათობით ვერაფრით დაეხმარება დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგის თუნდაც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ ხსენებული რაუნდის წილისყრა 14 ივნისს ჩატარდება, თამაშები კი 5-6 და 12-13 ივლისს არის დაგეგმილი, რა დროსაც ხვიჩას უკვე იტალიაში ელიან.

21 წლის  კვარაცხელია უკრაინაში ომის გამო, რუსული რუბინიდან წამოვიდა და დინამო ბათუმთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ ქართულ კლუბს გაცილებით ადრე დატოვებს. ხვიჩა ზაფხულში ნეაპოლურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხელფასის სახით კი სეზონში მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. ამ დროისთვის, ეროვნული ლიგის 10 მატჩში მის ანგარიშზე უკვე 6 გოლი და 2 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები