Thumbnail

საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისი 25:33 საფრანგეთი
  • საფრანგეთმა 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგო
  • ნაკრებებმა ტურნირზე ადგილები გაინაწილეს

საფრანგეთში 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ფინალური მატჩი ბეზიეში გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული მასპინძელი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში ინგლისს მოუგო.

შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა. ერთ მომენტში ფრანგები წინ 15-ქულითაც გავიდნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუი კარბონელია, რომელმაც 7 ჯარიმისა და ერთი გარდასახვის გატანა მოახერხა - კარბონელიმ,ფრანგების 33 ქულიდან, 23 ქულა საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერა. ტურნირის მასპინძლებმა 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად მოიგეს. ფრანგებმა ინგლისი 33:25 დაამარცხეს.

მატჩის მიმოხილვა

ტურნირზე სხვა ნაკრებებმაც გაინაწილეს ადგილები. ბრინჯაოს მედლები სამხრეთ აფრიკელებს ერგოთ, რომლებმაც ახალი ზელანდია 40:30 დაამარცხეს. მომავლ სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატზე იაპონია ვერ ითამაშებს - გადამწყვეტ შეხვედრაში მათ ირლანდიამ მოუგო.

გასავარდნი ფინალი - ირლანდია 39:33 იაპონია
ფინალი მეცხრე ადგილისთვის - საქართველო 39:31 შოტლანდია
ფინალი მეშვიდე ადგილისთვის - უელსი 34:17 იტალია
ფინალი მეხუთე ადგილისთვის - არგენტინა 15:41 ავსტრალია
მესამე ადგილისთვის მატჩი - სამხრეთ აფრიკა 40:30 ახალი ზელანდია

კომენტარები

ბოლო ამბები