Thumbnail
  • ბარსელონა 1:3 ლიონი
  • ფრანგულმა კლუბმა ქალთა ჩემპიონთა ლიგა მერვედ მოიგო

ტურინში, იუვენტუსის სტადიონზე, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, სადაც ბარსელონა ფრანგულ ლიონს დაუპირისპირდა. ლიონმა შეხვედრა 3:1 მოიგო.

ფრანგული კლუბი ამანდინ ჰენრის, ადა ჰეგერბერგისა და კატარინა მასარიოს გოლებით უკვე 33-ე წუთზე 3:0-ს იგებდა. ბარსელონას მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსია პუტელიასის ანგარიშზე იყო. ლიონმა ტაიმი 3:1 მოიგო და შეხვედრაც ასე დასრულდა.

ბარსელონა ამ სეზონში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. კატალონიელებს ნახევარფინალში ვოლფსბურგმა 2:0 მოუგო და ფინალში ლიონმა აჯობა.

ლიონმა ქალთა ჩემპიონთა ლიგა მერვედ მოიგო. ბარსელონამ კი ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგების შანსი გაუშვა ხელიდან.

ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის ფინალს ავსტრია უმასპინძლებს. გადამწყვეტი მატჩი ვენაში, ვიოლა პარკზე გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები