Thumbnail
  • 18 ივნისი / 16:00 / ნიჟნი ნოვგოროდი / შვედეთი V სამხ. კორეა 
  • უზლატანო შვედეთის პირველი სერიოზული გამოცდა
  • ჯაშუშური ომი გუნდებს შორის, რომელიც შვედეთმა დაიწყო

სკანდინავიური შვედეთსა და აღმოსავლეთ აზიურ კორეას ათიათასობით კილომეტრი აშორებთ, ამ ქვეყნებს შორის არანაირი ისტორიული უთანხმოება არ ყოფილა, მაგრამ მუნდიალის პირველი ტურის წყვილებში სწორედ სწორედ აქ არის ყველაზე დიდი დაძაბულობა ორ ბანაკს შორის. ამის მიზეზი ჯაშუშური "ომია", რომელიც შვედეთმა წამოიწყო.

მიზეზი ავსტრიაში კორეელთა შეკრებაზე მომხდარი ინციდენტია - კორეელებმა თავიანთ დახურულ ვარჯიშზე აღმოაჩინეს უცხო პირი, რომელიც შვედეთის ნაკრების თავკაცის, იანე ანდერსონის ასისტენტი აღმოჩნდა, რომლის ფუნქციაც მეტოქეთა შესწავლაა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანდერსონს ბოდიშის მოხდა მოუწია: "ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს. ჩემს ასისტენტს კორეელთა ვარჯიში ღია ეგონა. დიდი ბოდიში ამ გაუგებრობისთვის". 

უშუალოდ ფეხბურთს რაც შეეხება, არც იანე ანდერსონს და არც მის კორეელ კოლეგა ტაე-იუნ შინს აქვს საკადრო პრობლემები, ყველა მოწინავე ფეხბურთელი მწყობრშია. შვედებს, რომლებსაც აღარ ჰყავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ყველაზე მეტად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გუნდის ფორვარდებს იშვიათად გააქვთ. ბერგისა და ტოივონენის დუეტი კარგად შეთამაშებულია, თუმცა ფაქტი ჯიუტია, შვედეთს ცოტა გოლი გააქვს. 

შვედების ვარჯიშინიჟნი-ნოვგოროდში

ცენტრალურმა მცველმა ანდრეას გრანკვისტმა კორეელებთან მატჩის წინ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება - "ბოლო დღეებია, დიდ ყურადღებას ვუთმობთ შეტევაში თამაშის გაძლიერებას. სამხრეთ კორეელებს რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ ამ გუნდს პატივს ვცემთ". 

დაბოლოს, მოვუსმინოთ თავად ზლატანის პროგნოზს: "შვედეთის ნაკრები თავისუფლად ითამაშებს, მასზე დიდი ზეწოლა არ იქნება, მე ხომ აღარ ვარ ნაკრებში".

საინტერესო ფაქტები

► სამხრეთ კორეის ნაკრები ზედიზედ მე-9 მუნდიალზე თამაშობს. მაშინ, როცა შვედეთი მუნდიალზე 2006 წლის შემდეგ პირველადაა. 

► თუმცა მუნდიალზე მიღწევებით კორეა ახლოს ვერ მოვა შვედეთთან - სამხრეთ კორეამ 2002 წელს ნახევარფინალში ითამაშა, შვედეთი 1958 წლის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1950 და 1994 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. 

► შვედეთს ბოლო 9 მატჩში ერთხელაც ვერ მოახერხა 2-ზე მეტი გოლის გატანა. 

► ამ 9 მატჩიდან 8-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

► სამხრეთ კორეამ მუნდიალებზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო კარის მშრალად შენახვა. 

► მუნდიალის ბოლო 8 საკვალიფიკაციო მატჩიდან 5-ში სამხრეთ კორეამ 2 გოლზე მეტი გაიტანა. 

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი

ს. კორეა (4-2-3-1): სეუნ-გიუ კიმი - იონ ლი, ჰიუნ სოო იანი, ჯეონ სეუნ-ჰიეონი, ჩულ ჰონი - ვოო-იუნ იუნი, სუნ-იუენ კი - ჯაე-სუნ ლი, ჰეუნ-მინ სონი, ჰეე-ჩან ჰვანი - შინ-ვოოკ კიმი

მსაჯი: ხ. აგილარი (ელ სალვადორი) 

კომენტარები

ბოლო ამბები