Thumbnail

წაგება რუს მეტოქესთან - ლიანა ჯოჯუას წარუმატებელი დებიუტი Ares FC-ში

  • ლიანა ჯოჯუამ UFC-ის დატოვების შემდეგ ძალები Ares FC-ში მოსინჯა
  • 27 წლის ქართველი მებრძოლი რუს დარია ჟელეზნიაკოვასთან დამარცხდა

UFC-ის ყოფილი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ოქტაგონს პარიზში დაუბრუნდა, სადაც ტურნირ Ares FC 6-ში რუს დარია ჟელეზნიაკოვას დაუპირისპირდა და დამარცხდა. 

ბრძოლა სამ რაუნდს გაგრძელდა, რუს სპორტსმენს კი გამარჯვება მსაჯებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიანიჭეს.

ლიანა ჯოჯუასთვის ეს ზედიზედ მესამე წაგებაა შერეულ ორთაბრძოლებში. 27 წლის ქართველი მერძოლისთვის ეს პირველი ბრძოლა იყო UFC-ის დატოვების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლიანა ოქტაგონზე 2021 წლის ნოემბერში, ტურნირში UFC Vegas 42 გავიდა, სადაც ამერიკელ კორტნი კეისისთნ წააგო. 

ლიანა ჯოჯუას MMA-ში 14 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ქართველმა სპორტსმენმა 8 მოიგო და 6 წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები