Thumbnail

პალერმო სერია B-ში დარჩა | ფროსინონე სერია A-ში გადავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ფროსინონე 2:0 პალერმო
  • პალერმო ისევ სერია B-ში ითამაშებს
  • ფროსინონე, პარმა და ემპოლი უმაღლეს ლიგაში

იტალიის სერია A-ს პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში ფროსინონემ ‘’ბენიტო სტირპეზე’’ პალერმოს უმასპინძლა - სიცილიელებს პირველი მატჩი რენცო ბარბერაზე 2:1 ჰქონდათ მოგებული.

მასპინძლებმა ანგარიში 52-ე წუთზე გახსნეს, რაფაელ მაიელომ ულამაზესი გოლი გაუტანა ალბერტო პომინის. პალერმო გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, ცდილობდა ანგარიში გაეთანაბრებინა, მაგრამ მასპინძლების მეკარე მაურო ვიგორიტო შესანიშნავად თამაშობდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფროსინონემ კონტრშეტევაზე მოახერხა გატანა - მუსა კონეს პასით კამილიო კიანომ გაიტანა და ფროსინონეს სერია  A-ს საგზური გაუფორმა. 2017-2018 წლების სეზონში სერია B-დან სერია A-ში ფროსინონე, პარმა და ემპოლი აღზევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები