Thumbnail

მთვრალმა ტაისონ ფიურიმ ტაქსის მძღოლს შეუტია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტაისონ ფიური უაითთან მოგების შემდეგ კანში ისვენებს
  • ბრიტანელ მოკრივეს ქუჩაში უსიამოვნება შეემთხვა

კრივში მსოფლიოს ჩემპიონის, ტაისონ ფიურის ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. 33 წლის დაუმარცხებელი ბრიტანელი მოკრივე დილიან უაითთან მოგებული ჩხუბის შემდეგ კანში ისვენებს და უსიამოვნება შეემთხვა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდება მეგობართან და მამასთან ერთად მყოფი ფიური ტაქსის მძღოლს. აშკარაა ისიც, რომ კრივის სუპერვარსკვლავი მთვრალია.

ფიური ცდილობს, ტაქსის უკანა კარ გააღოს, მაგრამ ის დაკეტილია. მძღოლი მამამისს და მის მეგობარს უხსნის, რომ მათი წაყვანა არ სურს. ფიურიც სწორედ ამაზე ბრაზდება და თეთრი ფერის “რენოს” უკანა ბამპერზე ფეხს ურტყამს.

ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ტაისონ ფიური კარიერას. კვირის დასაწყისში მან ინსტაგრამზე ლუქს-იახტაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც მიაწერა: “მართლა ცხოვრებით ვტკბები, ხალხო!”

კომენტარები

ბოლო ამბები