Thumbnail

მარცხი კირიბაიამასთან - ტოჩინოშინს რთული მეტოქე ელოდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა მე-13 დღის ორთაბრძოლა წააგო
  • ქართველი სუმოისტი მე-2 მაეგაშირა კირიბაიამასთან დაამარცხდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაცუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მაკუუჩი დივიზიონში კირიბაიამას დაუპირისპირდა და მე-5 ბრძოლა წააგო. ბაშოს სტარტზე გორგაძეს ზედიზედ სამი მარცხი ჰქონდა, რის შემდეგაც მან სიტუაცია გამოასწორა და ბოლო 9 ბრძოლიდან 8 დაპირისპირება მოიგო.

ტოჩინოშინს მეტოქემ იორიკირის ილეთით აჯობა. ტოჩინოშინს დადებითი ბალანსი უკვე დაფიქსირებული აქვს. მას ახლა კიდევ სჭირდება გამარჯვებები, რათა მომავალ ბაშოს უკეთესი რეიტინგით შეხვდეს. ტოჩინოშინი მე-14 დღეს მე-2 მაეგაშირა ტამავაშის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები