Thumbnail

სკანდალი პრემიერლიგაში - პატრიკ ვიეირამ ევერტონის ფანს წიხლი ჩაარტყა და დააგდო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევერტონი 3:2 კრისტალ პალასი
  • მასპინძელთა ფანმა ფრანგი სპეციალისტი წყობილებიდან გამოიყვანა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კრისტალ პალასის მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ ევერტონის ერთ-ერთ გულშემატკივარს წიხლი ჩაარტყა, რომელიც ამ გუნდების მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე შევარდა.

45 წლის ფრანგი მწვრთნელისა და ევერტონის ფანის კონფლიქტი ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში მოხდა, რომელიც ლივერპულში 19 მაისს ჩატარდა. ევერტონი შესვენებაზე ანგარიშით 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში მატჩის ბედის შემოტრიალება შეძლო, ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

მასპინძელთა მესამე გოლის შემდეგ, რომელიც 85-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლიუინმა გაიტანა, მოედანზე ევერტონის გახარებული ფანები შევარდნენ. ვიეირა მოედნის დატოვებას აპირებდა, როდესაც მას ევერტონის ერთ-ერთი ქომაგი გადაეღობა. ვიდეოში ჩანს, როგორ პროვოცირებს ფანი ფრანგ სპეციალისტს, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი მას წიხლის ურტყამს და ძირს აგდებს. კონფლიქტის გაგრძელებას ხელი დანარჩენმა გულშემატკივრებმა შეუშალეს. 

ევერტონმა ამ გამარჯვებით 39 ქულა დააგროვა და პრემიერლიგის დასრულებამდე ტურით ადრე, სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა. კრისტალ პალასი 45 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები