Thumbnail

მომავალი სეზონი ლა ლიგაში | ვალიადოლიდმა ნუმანსიას აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვალიადოლიდი 1:1 ნუმანსია
  • ვალიადოლიდი ოთხწლანი პაუზის შემდეგ ლა ლიგაში დაბრუნდა

ლა ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში, ვალიადოლიდმა საკუთარ მოედანზე ნუმანსიას უმასპინძლა - ვალიადოლიდს პირველი მატჩი 3:0 ჰქონდა მოგებული და მეორე შეხვედრა ფორმალობად იყო ქცეული.

ნუმანსიამ ანგარიში 87-ე წუთზე გახსნა, გოლი სტუმრების ვეტერანმა ფორვარდმა მანუ დელ მორალმა გაიტანა. ვალიადოლიდმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა - ლა ლიგა 2-ის საუკეთესო ბომარდირმა ხაიმე მატამ ნუმანსიას ამ სეზონში მესამედ გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ვალიადოლიდი ისევ უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს. 

 ვალიადოლიდთან ერთად ლა ლიგაში რაიო ვალეკანო და უესკა აღზევდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები