Thumbnail

'რონალდოს მისვლის შემდეგ სერია A დაეცა' - ტებასი მბაპეს რეალში ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის რეალში კილიან მბაპეს შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო კუთხით ისაუბრა და პარალელი თავის დროზე ტურინის იუვენტუსში კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერთან გაავლო.  

გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ის 23 წლის თავდამსხმელი, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება, ესპანურ კლუბს უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა და მასთან ზაფხულში 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იუვენტუსს ნანატრი ჩემპიონთა ლიგა ვერც რონალდომ მოაგებინა

ტებასის აზრით, მსოფლიოს ფრანგი ჩემპიონის რეალში გადასვლა ლა ლიგაზეც აისახება, თუმცა პროგრესს არა ცალკეული ვარსკვლავები, არამედ კონკრეტული პროექტი განაპირობებს. 

"თუკი მბაპე გადმოვა და როგორც ჩანს, ეს აუცილებლად მოხდება, ეს მთლიანად ლიგაზეც აისახება. მაგრამ მაგალთად იტალიას მოვიყვან - თუკი, ბრწყინვალე მოთამაშეების მოსვლას თან ახლავს პროექტის საერთო იმპულსური განვითარება, ეს უშედეგოა. 

სერია A-მ დიდი საგადასახადო უპირატესობა მიიღო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გადასახადები შეუმცირა მათ, ვინც უცხოეთიდან გადადის. შედეგად, მიიღო კრიშტიანო რონალდოს და სხვა ცნობილი ფეხბურთელების დონის მოთამაშეები. მაგრამ სერია A არათუ არ გაიზარდა, პირიქით, დაეცა. 

დიდი ალბათობით, მბაპე მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ითამაშებს

იტალიური მაგალითი გვაჩვენებს რომ ცალკე აღებული მოთამაშეები არასაკმარისია, ჩვენ გვჭირდება ადეკვატური გადაწყვეტილებები მართვაში, რომლებიც კლუბის ზრდას განაპირებებენ. მათ შეუძლიათ გაიფორმონ ჰაალანდი, მბაპე ან ორივე ერთად, მაგრამ ზუსტი მოდელის გარეშე ეს უშედეგოა", - განაცხადა ტებასმა.

კომენტარები

ბოლო ამბები