Thumbnail
  • ალმა ტრიესტემ სერია A2 მოიგო
  • ჯანელიძეს სერია A-ში თამაშის შანსი აქვს

იტალიური ალმა ტრიესტე, სადაც ქართველი კალათბურთელი - გიგა ჯანელიძე თამაშობს, იტალიის უმაღლეს ლიგაში - სერია A-ში გადავიდა.

ალმა ტრიესტე ელიტის საგზურს ნოვიპუ კასალესს ეცილებოდა. ფინალურ სერიაში ტრიესტელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და მეტოქე 3:0 დაამარცხეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის ქართველმა ლეგიონერმა 17 წუთი ითამაშა და 2 ქულა მოაგროვა. სერიის მეორე შეხვედრაში კი, ჯანელიძე გაცილებით ნაყოფიერი იყო.

მომდევნო სეზონში, თუ გიგა ჯანელიძე ტრიესტეში დარჩება, ის სერია A-ში ითამაშებს, სადაც გასული სეზონი მანუჩარ მარკოიშვილმა გაატარა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები