Thumbnail

'აქ არ გნახოთ' - ფინეთის პრემიერის გაფრთხილება IIHF-ის საპატიო პრეზიდენტს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 13-29 მაისს ტამპერესა და ჰელსინკიში ჰოკეის მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება
  • რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთილია

რენე ფაზელი, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ფინელებმა გააფრთხილეს, რომ ის არ არის სასურველი სტუმარი ამ ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, მიზეზი შვეიცარიელი ჩინოვნიკის რუსული კავშირებია. 

სხვათა შორის, ფაზელზე გამოძიება თავად IIHF-ის ეთიკის კომისიამ წამოიწყო, მას მერე, რაც რუსულ კონტინენტურ ლიგას (KHL) კონსულტაცია გაუწია და უკრაინაში ომზე ძალზე საეჭვო განცხადებები გააკეთა. 

ჩემპიონატი ჯერ ახლა ხურდება

ფინურ ტელევიზია Yle-სთან ინტერვიუში ფინური ჰოკეის შეფმა მატი ნურმინენმა განაცხადა, რომ ფაზელი საპატიო პრეზიდენტია და, ბუნებრივია, მან მიიღო მიწვევა 13 მაისს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ ურჩია, რომ ამ მიწვევით არ ისარგებლოს. 

"ვერანაირი ომი ვერ გადამაყვარებს რუსეთს, მე მიყვარს რუსი ხალხი. ახლა, რაც ხდება, იმას არაფერი კავშირი არ აქვს სპორტთან. IIHF-ის მიერ რუსეთის ნაკრების მოკვეთა ჩემთვის სევდიანი მომენტია", - განაცხადა ადრე შვეიცარიელმა ჩინოსანმა, რომელიც საერთაშორისო ჰოკეის 2014-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, ის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო წევრიცაა. აი, ასეთი ხალხით არის დაკომპლექტებული საერთაშორისო სპორტის სამყარო. ადრე სპორტისა და პოლიტიკის განყენებულად მოხსენიება ჭრიდა, ამით ბევრი დიქტატორი გაუმართლებიათ, რომელთაც ესა თუ ის სპორტის სახეობა ან ტურნირი დააფინანსეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი სხვა რეალობაა. მაგალითისთვის, ევროკავშირმა შესაძლოა, ფაზელს სულ მალე სანქციები დაადოს. 

ფინეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ სტუბი საკმაოდ მკაცრია თავის განცხადებაში: "ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ახლა KHL-ში მუშაობს, საერთაშორისო ჰოკეის სირცხვილია. თუკი ევროკავშირი მას სანქციებს დაადებს, ფინეთში მის ვიზიტს არ მივესალმებით. არავითარ შემთხვევაში". 

კომენტარები

ბოლო ამბები