Thumbnail

'არასდროს დამავიწყდებით' - პაულო დიბალა იუვენტუსს ემოციურად დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

პაულო დიბალას და იუვენტუსის 7-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. არგენტინელი ფეხბურთელი ლაციოსთან მატჩში ტურინულ პუბლიკას ემოციურად დაემშვიდობა. დიბალა იუვეს ტიფოზებს ძალიან უყვარდათ და პაულომ ცრემლები ვერ შეიკავა. 28 წლის ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

"აქ 21 წლის ასაკში ჩამოვედი და თავიდან სწორედ ამ ნომერს ვატარებდი. ამ წლებში გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და როგორც კაცი. მშვენიერი წლები იყო, სიხარულით სავსე, შრომით, გოლებით და გამარჯვებებით. საქმე ყოველთვის ისე არ მიდიოდა, როგორც ვიმედოვნებდი ან როგორც ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხზე ყოველთვის ვდგებოდით. ამ გუნდის წყალობით მივაღწიე მიზნებს, აქ ვითამაშე განსაკუთრებულ ფეხბურთელებთან ერთად. ყოველთვის ვგრძნობდი გულშემატკივრების, ხალხის, ბავშვების სიყვარულს და ეს არასდროს დამავიწყდება. დროთა განმავლობაში პასუხისმგებლობა ყოველთვის იზრდებოდა და ყოველთვის ვცდილობდი მაღალ დონეზე მეთამაშა. ერთად 7 წელი გავატარეთ. 7 წლის განმავლობაში იყო მშვენიერი და ასევე რთული მომენტები. დღეს ჩვენი გზები იყოფა, მაგრამ ეს პერიოდი მუდამ ჩემს გულში იქნება, რადგან აქ მივიღე სიყვარული, დიდი პატივისცემა. იმედი მაქვს, რომ გარკვეული სიხარული მოგანიჭეთ, მადლობა ყველას", - თქვა დიბალამ.

ასე დაემშვიდობა დიბალა სტადიონს, რომელიც 7 წელი მისი სახლი იყო

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა იუვენტუსმა 2015 წელს პალერმოდან შეიძინა და მას შემდეგ არგენტინელმა ფეხბურთელმა შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 292 შეხვედრაში 115 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა. კლუბის ხელმძღვანელობამ მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და 1 ივლისიდან პაულო ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

კომენტარები

ბოლო ამბები