Thumbnail
  • კაპელომ მუნდიალზე მესისა და რონალდოს პირველი მატჩები შეაფასა
  • იტალიელი მწვრთნელის აზრით, მესი რონალდოზე უკეთესია

ინგლისისა და რუსეთის ნაკრებების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა - ფაბიო კაპელომ, მედიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის პირველი თამაშები შეაფასა, სადაც პორტუგალიემა ჰეთ-თრიქი შეასრულა; არგენტინელმა კი, თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.

“მესიმ რთულად გადაიტანა რონალდოს ჰეთ-თრიქი. არგენტინის მთელი ნახევარდაცვა სულელურად გამოიყურებოდა, როცა ცენტრის გავლით მესისთვის ბურთის მიტანას ცდილობდნენ. ვფიქრობ, ლეო რონალდოზე უკეთესია, მაგრამ არგენტინის ნაკრები მას ფსკერისკენ ექაჩება.

რონალდო თუ რეალიდან წავა, ეს მხოლოდ მისი სიამაყის ბრალი იქნება, რადგან გრძნობს, რომ მას ისე არ ექცევიან, როგორც მესის” - განაცხადა კაპელომ.

კომენტარები

ბოლო ამბები