Thumbnail
  • საქართველო 1:0 აზერბაიჯანი | გოლი: 1:0 მაშავა (50)
  • ქართველმა ფეხბურთელებმა ორ მატჩში 5 ქულა მოიპოვეს

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა რუსთავში გამართული უეფას განვითარების თასი მოიგო, რომელსაც ამხანაგური ტურნირის რანგი ჰქონდა.

გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა ზამბიას პენალტების სერიაში მოუგო, ხოლო ამჯერად აზერბაიჯანი დაამარცხა - 1:0. მატჩის ბედი მე-2 ტაიმის დასაწყისში ავთანდილ მაშავას ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც საბა გეგუჩაძის პასით ახლო მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა.

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ჯგუფში 5 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზე გავიდა და უეფას განვითარების თასს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ 4 დღის წინ ერევანში, უეფას განვითარების თასზე საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმაც გაიმარჯვა.

საქართველო 1:0 აზერბაიჯანი

გოლი: 1:0 მაშავა (50)

საქართველო: საური, კალანდაძე (69. გოგატიშვილი), ნიკოლაიშვილი, მეფარიშვილი (46. ბუხუტეიშვილი), შენგელია, ფეიქრიშვილი, მაშავა (75. მეძველია), ქვარცხავა (46. ქელდიშვილი), ტკალია (46. გრიგალავა), გეგუჩაძე, მეხტიევი (75. ინაიშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები