Thumbnail
  • ბოსტონ სელტიკსი 109:81 მილუოკი ბაქსი
  • NBA-ს შარშანდელმა ჩემპიონმა ტიტული ვერ დაიცვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ბოსტონმა საშინაო მოედნის ფაქტორი იდეალურად გამოიყენა და მილუოკის სერიის გადამწყვეტი თამაში უშანსოდ მოუგო. სელტიკსი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციას პლეი ოფის ფინალშია, გასული სეზონის ტრიუმფატორ მილუოკი ბაქსისთვის კი სეზონი დასრულდა.

კონფერენციის ნახევარფინალურ სერიას ბაქსი 3:2-ს იგებდა, მაგრამ ორი დღის წინ საკუთარ კედლებში წააგო და მოედნის უპირატესობა დაკარგა. ამგვარად, გადამწყვეტი შეხვედრა TD Garden-ში გაიმართა, რამაც ცალსახაა, რომ ბოსტონს სერიოზული უპირატესობა მისცა.

მილუოკმა გადამწყვეტი მატჩი კარგად დაიწყო, პირველი პერიოდის მერე ლიდერობდა (26:20), მაგრამ ამის შემდეგ პარკეტზე ერთ გუნდს ყველაფერი გამოსდიოდა და მეორეს არაფერი - ბოსტონმა უპირატესობა მოიპოვა, რომელსაც თანდათანობით ზრდიდა და საბოლოოდ 28 ქულით გაიმარჯვა - 109:81!

ტეიტუმი ფინალშია, იანისმა სეზონი დაასრულა

იანის ანტეტოკუნმპომ თითქმის სამმაგი დუბლი (25 ქულა, 20 მოხსნა, 9 პასი) შეასრულა, მაგრამ ეს ბერძენის საუკეთესო თამაში ნამდვილად არ ყოფილა. 21 ქულა ჩააგდო ჯრუ ჰოლიდეიმ, 15 - ბრუკ ლოპესმა, 10 - ბობი პორტისმა. აი, ბაქსის სხვა კალათბურთელები კი 10-ქულიან ზღვარს ვერ გადასცდნენ  (სანდრო მამუკელაშვილი გუნდის განაცხადში ამჯერადაც არ ყოფილა). ბოსტონში გრანტ უილიამსი იყო ყველაზე შედეგიანი (27 ქულა), ჯეისონ ტეიტუმმა კი 23 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა.

ბოსტონ სელტიკმა სერია 4:3 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მაიამი ჰიტს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 18 მაისს, მაიამიში გაიმართება.

📺 ბოსტონი V მილუოკი

კომენტარები

ბოლო ამბები