Thumbnail

სეზონში მესამედ - ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეგენდარული შვეიცარიელი “მერსედესის თასის” ფინალშია
  • რაფაელ ნადალს მხიარულმა როჯერმა მესამედ გადაუსწრო

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი - როჯერ ფედერერი, შტუტგარტში მიმდინარე “მერსედესის თასის” გათამაშების ფინალში გავიდა. თუმცა, ეს ამბავი მხოლოდ იმიტომ არაა მნიშვნელოვანი, რომ როჯერი თავის მორიგ ფინალს ითამაშებს. ნახევარფინალური შეხვედრის მოგების შემდეგ, შვეიცარიელმა სეზონში მესამედ გადაუსწრო რაფაელ ნადალს და მსოფლიო რეიტინგს სათავეში ჩაუდგა.  

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა, “მერსედესის თასის” ნახევარფინალში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი სამ სეტში - 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება. კირიოსთან მოგება ფედერერისთვის ბალახზე მოგებული ზედიზედ მე-15 იყო.

მიმდინარე წელს, 19 თებერვლიდან სამი კვირის განმავლობაში, ფედერერი მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო. მეორედ, შვეიცარიელმა რეიტინგის სათავეში 14-დან 20 მაისამდე აინაცვლა. ორშაბათიდან კი, ის პირველი ჩოგნის სტატუსით 310-ე კვირას დაიწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ როჯერი მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის რეკორდსმენია.

 

კომენტარები

ბოლო ამბები