Thumbnail

ირლანდიელები ამ გამარჯვებას 39 წელი ელოდნენ - ავსტრალია დამარცხებულია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ავსტრალია 21:26 ირლანდია
  • 39 წლის შემდეგ, ირლანდიამ ავსტრალია სტუმრად დაამარცხა

ივნისის ტესტებზე ავსტრალიამ და ირლანდიამ მორიგი შეხვედრა გამართეს. ბრისბენში გამართული პირველი მატჩი ავსტრალიამ 18:9 მოიგო. მეორე დაპირისპირება კი უფრო სანახაობრივი გამოდგა, ნაკრებებმა მელბურნში ითამაშეს.

ირლანდიამ პირველი ნახევარი 16:14 მოიგო, ჯონ სექსტონმა 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა. მეორე ნახევარში სამყურებმა მეტოქეს კიდევ ერთი ლელო დაუდეს და მატჩი 26:21 მოიგეს. 39 წლიანი პაუზის შემდეგ, ირლანდიელებმა მეტოქის სტუმრად დამარცხება მოახერხეს.

ირლანდიის ტურნე 39 წლის წინ ავსტრალიაში

ბრისბენი - 1979 წლის 3 ივნისი | ავსტრალია 12:27 ირლანდია
სიდნეი - 1979 წლის 16 ივნისი | ავსტრალია 3:9 ირლანდია

ნაკრებები კიდევ ერთ მატჩს გამართავენ. 23 ივნისს შეხვედრა სიდნეიში, ''ალიანს სტედიუმზე'' გაიმართება.

მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები