Thumbnail

ლა ლიგამ დაგმო "ახალ სან მამესზე" ბილბაოს ატლეტიკის ფანების საქციელი, რომელთაც ვალენსიას, მის მწვრთნელ ხოსე ბორდალასსა და მეკარე გიორგი მამარდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეროვნული პროფესიული ლიგის საშეჯიბრო კომიტეტზე განიხილეს ინციდენტი, რომელიც 7 მაისს ლა ლიგის მორიგი ტურის მატჩში მოხდა ბილბაოსა და ვალენსიას შორის და მკაცრად დაგმეს მასპინძელი ფანების ქცევა.

გიორგიმ 'სან მამესზე' იმდენად კარგად ითამაშა, რომ ტურის საუკეთესო მეკარე გახდა

საფეხბურთო ასოციაციაში წარადგინეს ის შეურაცხმყოფელი ფრაზები, რაც ბორდალასის მიმართ გამოიყენეს: "ბორდალას ნაბიჭვარო, ბ*ზი ვალენსია, ბ*ზი ვალენსია", - მღეროდნენ ბასკი ფანები. ხავიერ ტებასმა, ლა ლიგის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბილბაოს რეაქცია მყისიერი იყო - ვიდეომესიჯით კლუბმა ფანებს შეურაცხყოფის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოუწოდა. კლუბი იმ მხრივაც გაამართლეს, რომ ატლეტიკმა ყველაფერი გაიღო, რომ "სან მამესზე" ამას არეულობა და ძალადობა არ გამოეწვია.

ბილბაოს ფანებმა შეძახილებით შეურაცხყოფა ვალენსიას 21 წლის ქართველ გოლკიპერ გიორგი მამარდაშვილსაც მიაყენეს, კომიტეტის სხდომის მიხედვით, მას "ნაბიჭვარი, fagot (ჰომოფობიური შეურაცხყოფა), ბ*ზის შვილი და ესპანელი ღორი" უწოდეს. 

შეგახსენებთ, რომ ვალენსიამ 0:0 ითამაშა ბილბაოსთან, ხოლო გიორგი "მატჩის მეფედ", შემდეგ კი ტურის საუკეთესო გოლკიპერად დაასახელეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები