Thumbnail
  • 18 ივნისი / 22:00 / ვოლგოგრადი / ინგლისი V ტუნისი
  • ხვალინდელი მატჩის პრე-ისტორია
  • პოლ სქოულზის გოლი საფრანგეთის მუნდიალზე

ხვალ, ინგლისის ნაკრები რუსეთის მუნდიალზე პირველ მატჩს ჩაატარებს. გარეტ საუთგეიტის გუნდი ტუნისს ეთამაშება და პირველი სამი ქულის აღებას ვოლგოგრადში შეეცდება.

ვოლგისპირეთში გასამათ მატჩს, ინგლისელები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. გარეტ საუთგეიტმა მოთამაშეებს ძირითადი შემადგენლობა, ფსიქოლოგიური წნეხის მოსახსნელად 2 დღით ადრე გააცნო.

ვოლგოგრადამდე, ინგლისელები ტუნისს მსოფლიოზე ადრეც ეთამაშნენ - 1998 წლის მუნდიალზე საფრანგეთში. მარსელში გამართულ მატჩს, წინ დიდი ამბები უძღვოდა თან. ასეულობით ინგლისელმა ქომაგმა, მაშინ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს 'გადაურა' და პოლიციასთან, ადგილობრივებთან არაერთი შეტაკება მოხდა.

მატჩი ინგლისმა პოლ სქოულზის და ალან შირერის გოლებით მოიგო. გლენ ჰოდლის გუნდი ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა და მერვედფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები