Thumbnail

'ასაკი მთავარი არაა' - ჩავი ლევანდოვსკის ბარსელონაში ტრანსფერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ კატალონიურ კლუბში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ფეხბურთელის ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. 

ცნობილია, რომ მიუნხენის ბაიერნის 33 წლის პოლონელი თავდამსხმელი კლუბთან ხელშეკრულების გახანაგრძლივებას არ აპირებს, რომელსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნმა თავისი ბომბარდირი ან ახლავე უნდა გაყიდოს, ან მომავალ წელს უფასოდ დათმოს. გავრელებული ინფორმაციით, ლევანდოვსკის ბარსელონაში თამაში სურს.

ჩავის ფეხბურთელის შეფასებისას ასაკს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს

"ფეხბურთელზე მსჯელობისას მის ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დანი ალვეში გავიფორმეთ, რომელიც 38 წლისაა. საქმე არა ასაკში, არამედ თამაშის დონეშია.

ფეხბურთელები პროფესიონალები არიან და საკუთარ ორგანიზმზე ზრუნავენ. ალვეში, იბრაჰიმოვიჩი, მოდრიჩი, რონალდო, მესი - ესენი ყველანი დიდ კლუბებში გამოდიან. ასაკი არ არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად გაგვაძლიერებს ესა თუ ის ფეხბურთელი", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია. 

რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის ბაიერნში 2014 წლიდან გამოდის, სადაც დორტმუნდიდან გადავიდა. პოლონელმა თავდამსხმელმა "რეკორდმაისტერში" ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 8-ჯერ გერმანიის ჩემპიონობა, 3-ჯერ გერმანიის თასი და 2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები