Thumbnail

მატჩის წინ | ბრაზილია V შვეიცარია - ბავშვობის წყენა და რევანშის სურვილი!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 17 ივნისი / 22:00 / როსტოვი / ბრაზილია V შვეიცარია
  • 4 ბრაზილიეილი და 3 შვეიცარიელი, თითქმის 10 წლის შემდეგ!
  • ‘სელესაოს’ დებიუტი მუნდიალზე...

მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონები, რუსეთის მუნდიალს, შვეიცარიელებთან მატჩით დაიწყებენ. როსტოვში გასამართი შეხვედრა, სამხრეთ ამერიკელთა რამდენიმე წევრს, თითქმის 10 წლის წინანადელ მატჩს გაახსენებს.

2009 წელს, 17-წლამდე შვეიცარიელებმა თანატოლი ბრაზილიელები, U17 მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამარცხეს და ტურნირს გამოთიშეს. მაშინ ფილიპ კოუტინიო, ნეიმარი, კასემირო და ალისონი მოედანზე იყვნენ.

შემდეგ, ევროპელებმა კიდევ ორი გიგანტი - გერმანია და იტალია დაამარცხეს და ისტორიული მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს. იმ გუნდიდან დღეს მოედანზე გრანიტ ჯაკა, რიკარდო როდრიგესი და ჰარის სეფეროვიჩი იქნებიან - ეს უკანასკნელი მაშინ ტურნირის ბომბარდირი გახდა.

„როგორი ირონიაა...“ ამბობს ბრაზილიელთა ‘კიპერი’ ალისონი. „ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ მაშინ და დამსახურებულად მოგვიგეს.“

„ამდენი წელია ერთად მოვდივართ და ეს ჩვენს ისტორიას უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს ხდის.“ დღევანდელი როსტოვის მატჩი, ორივე გუნდისთვის ერთგვარი ‘რემატჩის’ ხასიათს ატარებს.

“მათ არ იციან რა ელით წინ…“ ამბობს შვეიცარიელთა მეკარე იან სომერი. „არ გვიცნობენ და ეს ჩვენი პლუსია. თუ ჩვეული ხასიათით ვითამაშეთ, ძალიან გაუჭირდებათ, ჩვენი ფეხბურთელები ძალიან ფოკუსირებული არიან თამაშზე და ამ თვისებას აუცილებლად გამოვიყენებთ.“

იცოდით?

► ამ 2 ქვეყანას ერთმანეთში მუნდიალებზე მხოლოდ ერთხელ უთამაშიათ - 1950 წლის მსოფლიოზე, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა. პირველი რაუნდის მატჩი, მაშინ ფრედ - 2:2 დასრულდა. შვეიცარიელთა ლეგენდამ - ჯეკი ფატონმა ბოლო წუთებზე გაიტანა და ეროვნულ ნაკრებს, ტურნირის მასპინძლებთან ქულა მოაპოვებინა.

► ბრაზილიას, მუნდიალების სადებიუტო 20 მატჩიდან - 16 მოგებული აქვს. აქედან, პირველი 2, 1930 და 1934 წლის მსოფლიოებზე წააგო, როდესაც 'სელესაო' თეთრი ფორმით თამაშობდა. 1934-ში ესპანეთთან 3:1 და 1930-ში იუგოსლავიასთან 2:1.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია: ალისონი - დანილო, ტიაგო სილვა, მირანდა, მარსელო - კასემირო, პაულინიო, კოუტინიო - ვილიანი, ჟესუსი, ნეიმარი.

შვეიცარია: სომერი - ლიხტშტაინერი, შაერი, აკჯანი, როდრიგესი - ბეჰრამი, ჯაკა - შაქირი, ჯემაილი, ცუბერი - სეფეროვიჩი.

მსაჯი: სეზარ არტურო რამოსი (მექსიკა)

კომენტარები

ბოლო ამბები